კორპუსების სახურავების შემსწავლელმა ჯგუფმა შეხვედრა გამართა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

დღეს, ქალაქ თელავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქ. თელავში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებზე სახურავის მიმაგრების საკითხის შესწავლის მიზნით შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა. რომელსაც ამავე ჯგუფის 16 წევრი ესწრებოდა.
მათ შორის შეხვედრას ესწრებოდა ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ნუსხელიძე და ქალაქ თელავის საკრებულოს ფარაქცია ,,ძლიერი თელავის” თავმჯდომარე და აღნიშნული ჯგუფის წევრი ნიკოლოზ ვარდოშვილი.
ჯგუფის წევრების განცხადებით, 10 დღის ვადაში მოხდება 2012 წლის მაშტაბური სტიქიის დროს დაზიანებული კორპუსების აღრიცხვა, შესწავლა და ინფორმაციის შეგროვება. სამუშაოებს განახორციელებენ, როგორც მერიის თანამშრომლები, ასევე ამ ჯგუფში შემავავალი საკრებულოს წევრები.
პროექტზე მომუშავე 16 კაციანი ჯგუფი 14 ივლისს ქალაქ თელავის საკრებულოს ფრაქცია ,,ძლიერი თელავის” თავმჯდომარის ნიკოლოზ ვარდოშვილის ინიციატივით და მერიისა და ქალაქ თელავის საკრებულოს მხარდაჭერით შეიქმნა.

მიწის საკუთრებაში რეგისტრაცია მარტივდება.

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ შეხვედრა თელავში გამართა.
შეხვედრას, რომელიც თელავის იუსტიციის სახლში გაიმართა, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შილაშვილი, ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი შეკრებილთათვის მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება იყო, რათა მომავალში მათ მოქალაქეებისთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა შეძლონ.
შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ესწრებოდნენ.
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა და 1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდება კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. კანონპროექტების ავტორია იუსტიციის სამინისტრო. ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა მარტივდება; იხსნება ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდება.

დემოკრატიის სკოლა თელავში ფუნქციონირებას განაგრძობს

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

20 ივლისს, 12:00 საათზე, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა თელავის დემოკრატიის სკოლის ახალი 2016-17 წლების განახლებული სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია.
პრეზენტაციას თელავის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ენუქიძე, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) იწყებს საინფორმაციო შეხვედრების ციკლს დემოკრატიული განათლების პროგრამის ფარგლებში შექმნილი „თელავის დემოკრატიის სკოლის“ შესახებ. 2016 წლის სასწავლო კურსისათვის მსმენელების ახალი ნაკადის მიღება დაწყებულია.
ნიმდის დემოკრატიის სკოლები წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, პოლიტიკური პარტიების, წარმატებული სტუდენტების, არასამთავრობო სექტორის, მედიის, და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის.

არჩილ თხლაშიძე პირველი პრემიის ლაურეატს, მიხეილ ოთარაშვილს შეხვდა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე შეხვდა თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეს მიხეილ ოთარაშვილს და ამავე სასწავლებლის ხელმძღვანელს, მის უშუალო მასწავლებელს ლელა ონიანს.
მიხეილ ოთარაშვილი მონაწილეობდა ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა გერმანიის საერთაშორისო კონკურსში სახელწოდებით ,,მუსიკალური ფოიერვერკი ბადენვიუშტენბერგში” (MUSICAL FIREWORKS IN BADEN-WUERTTEMBERG), რომელშიც მონაწილეობას იღებდა 18 ქვეყნის კონკურსანტი. მან გამარჯვება მოიპოვა 13 -დან 17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ მიხეილი ჯერ მხოლოდ 13 წლისაა. იგი გულგულის მაცხოვრებელია.
არჩილ თხლაშიძემ ახალგაზრდა პიანისტს წარმატება მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
მიხეილ ოთარაშვილმა მადლიერება გამოხატა არჩილ თხლაშიძის, თელავის თემის გამგეობის ხელმძღვანელობის და ,, Lopota Lake Resort”-ის მიმართ, რომლებმაც უზრუნველყვეს მისი გერმანიაში გამგზავრება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა თელავის თემის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი სოფელ გულგულიდან ტიტე დარეჯანიშვილი .

მორიგი მუსიკალური საღამო ნადიკვარზე

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

მიუხედავად უამინდობისა, 6 ივლისს ნადიკვარი განსაკუთრებული #ხალხმრავლობით #გამოირჩეოდა, თელაველი მაყურებლის წინაშე თელავის მერიის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი და ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კახეთი” წარსდგნენ. წინ კი სოსო მიქელაძის დაუვიწყარი ჰიტების ცოცხლად შესრულება და ყველასათვის საყვარელი თელაველი კოლორიტის პაპას შესრულებით ძალიან ლამაზი საღამო გველოდება.
არ გამოტოვოთ პარასკევი, 8 ივლისი, 20 სთ-ზე, ჩვენ ისევ ნადიკვარზე ვიკრიბებით.