კატეგორია: სიახლეები

თელავის მერმა თეატრის საერთაშორისო დღე მსახიობებს მიულოცა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ, ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა და მერის მოადგილემ ლევან ლილუაშვილმა თეატრის საერთაშორისო დღე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობებს მიულოცეს.
ქალაქის მერმა ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი ღვაწლისთვის თეატრის შემოქმედებით ჯგუფს მადლობის სიგელი გადასცა.

თელავის ვიცე-მერის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში აღმოსავლეთ პარტნიორობის გაღრმავების ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს დაესწრო. ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თენგიზ მთვარელიშვილი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს მუდმივმოქმედ წარმომადგენელთან ნატოში ალესანდრე მაისურაძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. საქართველოს დელეგაციის ბრიუსელში ოფიციალური შეხვედრების შედეგად დაიგეგმა საქართველო-ნატოს ურთიერთობების გაღრმავების კონკრეტული მიზნები, რის ფარგლებშიც ადგილობრივი თვითმმართველობების როლი გამოკვეთილად აქტუალური იქნება .

თელავის მერი მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეთა კონფერენციას დაესწრო

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეების კონფერენცია გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა წარმოადგინეს ორი მოდული, რომელთაგან ერთერთი, სოფლის მეურნეობას მეორე კი საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ეხებოდა. მოსწავლეთა კონფერენციას ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე დაესწრო.
თელავის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნული მოდულებით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე მოიპოვეს საუკეთესო მკვლევართა გუნდის სტატუსი და მაისის თვეში ბულგარეთში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან.

დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა თელავში

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით, რეგიონებში საჯარო განხილვა დაიწყო. ამ საკითხზე პარლამენტარებმა პირველი შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქალაქეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლებთან გამართეს.
შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის მთავარი კანონის 36-მუხლში შესატან ცვლილებებს შეეხო, რომლის მიხედვითაც ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.
ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობა, რათა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებებში მათი აზრის გათვალისწინება.
აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში 80 დეპუტატის ხელმოწერით ცოტა ხნის წინ დარეგისტრირდა.

თელავის მერი დიასპორის საკითხების შესახებ შეხვედრას დაესწრო

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე დიასპორის საკითხების შესახებ შეხვედრას დაესწრო, აღსანიშნავია, რომ ქალაქ თელავის მერსა და ქართველ ებრაელს შორის გულთბილი შეხვედრაც შესდგა.
,,კვალიფიციური თანამემამულეების დროებითი დაბრუნების პროგრამა(TRQN III) ” მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ჰააგის ოფისის მიერ ხორციელდება. თელავში ტრენინგ-სემინარებს ექსპერტ-კონსულტანტი ანა გაბუნია უძღვება, შეხვედრას ტურიზმის, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სემინარები 14-25 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.