კატეგორია: სიახლეები

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 თებერვლის მორიგი სხდომის დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:

 

 

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №52 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

 მომხს. ნ. ვაყელიშვილი   

   13.00სთ-დან 13.30სთ-მდე

 

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ;

მომხს. ნ. ბაჩიაშვილი

13.30სთ-დან 13.50სთ-მდე

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ;

მომხს. კ. კაკონაშვილი

13.50სთ-დან 14.10სთ-მდე

  1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირში ,,თელავის მუნიციპალიტეტის ღვინის პარკი“ თელავის თემის მუნიციპალიტეტის წევრად მიღების შესახებ;

მომხს. ე. ფროდეული

14.10სთ-დან 14.20სთ-მდე

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში დამტკიცების შესახებ.

მომხს. დ. ნუსხელიძე

14.20სთ-დან 14.30სთ-მდე

ყოველი დღე თელავის დასუფთავების სამსახურში

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ ლეგიტიმაციის პირველივე დღეებიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა გამოაცხადა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ კუთხით უკვე გადაიდგა. კერძოდ: კორპუსებში ეტაპობრივად დაიწყო ე.წ. ბუნკერების დახურვა, რომელიც ანტისანიტარიის წყაროს წარმოადგენს, პარალელურად ასეთ უბნებში განთავსდა ლითონის ბუნკერები, საიდანაც ნაგვის გატანა ინტენსიურად ხდება. აღსანიშნავია, რომ მერიამ 90 ახალი ბუნკერის შეძენეზე 80 000 ლარი დახარჯა. იმისათვის, რომ ქალაქის ქუჩებიდან ნაგავი ინტენსიურად იქნეს გატანილი მერიამ დამატებით 6 ახალი ნაგავმზიდი შეიძინა, ჯამში 135 389 ლარის ღირებულების.  თელავი ზამთარსაც მომზადებული შეხვდა, ახალი თოვლის საწმედი მანქანა პარალელურად ტექნიკური მარილის დასაყრელადაც გამოიყენება, მის შესაძენად 75 997 ლარი დაიხარჯა. მერიამ ასევე შეიძინა ექსკავატორი და ე.წ. ამწე კალათიანი მანქანა, სულ 116 640 ლარის ღირებულების.

ქალაქის კეთილმოწყობისთვის თელავის მერიამ ჯამში 328 000 ლარის ღირებულების ტექნიკა შეიძინა. დასაფასებელია, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლების შრომა, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ თელავის სისუფთავესა და კეთილმოწყობაზე.

საახალწლო საჩუქარი ბაღებს

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავის ბაღებში ათწლეულების მანძილზე საწოლის ინვენტარი პირველად იქნა შეცვლილი. ბაღებს ასევე გადაეცათ მუსიკალური აპარატურა, ფოტოაპარატები და მაგიდები, ჯამში 28 000 ლარის ღირებულების.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს თელავის ბაღების რეაბილიტაციაზე 1 000 000 ლარი დაიხარჯა.
თელავის მერია განაგრძობს მომავალი თაობის აღზრდაზე ზრუნვას.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის მორიგი სხდომის დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:

ქალაქ  თელავის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს  2016  წლის  15 იანვრის    მორიგი   სხდომის

დ ღ ი ს    წ ე ს რ ი გ ი:

 

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №52 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს. ნ. ვაყელიშვილი                       

12.00სთ-დან 12.30სთ-მდე

თელავში დაღუპული პოლიციელების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავში ღვთისმშობლის ეკლესიაში დაღუპული პოლიციელების გელა ლამაზოშვილისა და მაია ჯავახიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. დაღუპულ პოლიციელებს პატივი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა და სხვა მაღალმა თანამდებობის პირებმა მიაგეს.