კატეგორია: სიახლეები

თელავის მერმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი კიკნაძემ ჩოხელის და ბახტრიონის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ ორ ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების საერთო ღირებულება 1 026 346 ლარს შეადგენს, მის ფარგლებში სრულად მოხდება ასფალტო- ბეტონის საფარის დაგება, ეწყობა ტროტუარები, მოხდება ქუჩების დახაზვა და მოძრაობის ნიშნებით აღჭურვა. ბახტრიონის და ჩოხელის ქუჩებზე მსგავსი ხასიათის სამუშაოები 40 წელია არ განხორციელებულა, ხოლო სამუშაოები სრულად ივნისში დასრულდება. ქალაქ თელავის მერია მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ადგილობრივ მოსახლეობას და აგრეთვე იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ქუჩებზე გადაადგილდებიან.

თელავის მერი ლიტერატურულ კონკურსს დაესწრო

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)
ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმხელიძე გალაქტოინ ტაბიძისადმი მიძღვნილ სასკოლო ლიტერატურულ კონკურსს დაესწრო. კონკურსზე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს გალაქტიონის თემაზე შექმნილი ლექსები, ნახატები და წაიკითხეს თავად პოეტის ლექსები. გამარჯვებულები გამოვლინდნენ სახვადასხვა ნომინაციაში, რომლებიც მიმდინარე წლის ზაფხულში გამეგზავრებიან გალაქტიონის მშობლიურ სოფელ ჭყვიშში.

თელავში ბილიარდის სკოლა გაიხსნა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავში თამაზ ანთაძის სპორტული კომპლექსის ბაზაზე თანამედროვე სტანდარტების ბილიარდის სკოლა გაიხსნა.გახსნის ცერემონიას ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და საქართველოს ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ალექსიძე ესწრებოდნენ.
,,ჩვენ ახალგაზრდობას დავპირდით რომ ვიზრუნებდით მათზე და შევუქმნიდით ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის შესაბამის გარემოს, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ გავხსენით სპორტული ტირი, ახლა ვხსნით, ბილიარდის სკოლას. თელავი სპორული პოტენციალით მოწინავე ქალაქია საქართველოში, ჩვენ შეგვიძლია აღნიშნულ სპორტის სახეობებში ეროვნულ და საერთაშორისო ტურნირებს ვუმასპინძლოთ, ეს ყველაფერი კი რათქმაუნდა მომავალ თაობებზე ზრუნვისთვის კეთდება”- განაცხადა ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ ბილიარდის სკოლის გახსნისას სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებას თელავის მერის მოადგილე ალექსანდრე საჩიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია გიგიაშვილი და სპორტსკოლის დირექტორი გუგა გურაბანიძე ესწრებოდნენ.

ბილიარდის ახლად გახსნილ სკოლაში ბილიარდის ეროვნული ტურნირი დაიწყო, რომელიც 22 მაისს დასრულდება.

თელავში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული სამოსში გამოწყობილმა თელაველმა ახალგაზრდებმა, მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან ცენტრალურ მოედნამდე მსვლელობა მოაწყეს, რომელსაც ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე გია გიგიაშვილი, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ქალაქ თელავის მერია და კახეთის ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირი.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 მაისის მორიგი სხდომის დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2016 წლის 20 მაისის მორიგი სხდომის
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:

1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №52 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;
მომხს. ლ. ლილუაშვილი
11.00სთ-დან 11.20სთ-მდე