კატეგორია: საკრებულოს სხდომები

საკრებულოს I სხდომა – 2 აგვისტო [Video]

sxdoma-02.08-00

2 აგვისტოს, “თვითმმათველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის” საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც 15-დან 14 დეპუტატი ესწრებოდა.
დღის წესრიგის მიხედვით, სხდომა თელავის N17 საოლქო – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დავით მკალავიშვილმა გახსნა. მან დეპუტატებს 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ოფიციალურად გააცნო და სხდომის გასაგრძელებლად სიტყვა დეპუტატთა შორის უხუცესს – თენგიზ წითელაურს გადასცა.
თენგიზ წითელაურმა კენჭისყრაზე დააყენა წარმოდგენილი სახით დღის წესრიგის დამტკიცება. დღის წესრიგის დამტკიცებას მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა.