კატეგორია: საზოგადოება

შეხვედრა ღვაწლმოსილ თელაველებთან

DSC_1919

18 მარტს  ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში სხვადასხვა პროფესიის ღვაწლმოსილმა თელაველებმა ქალაქ თელავის მერს პლატონ კალმახელიძეს და ვიცე-მერს თენგო მთვარელიშვილს უმასპინძლეს. შეხვედრის მთავარი მიზანი ადგილობრივი ხელისუფლების უკეთ გაცნობა და თელავის განვითარებისთვის საერთო ხედვის შემუშავება იყო, მონაწილეებმა ქალაქ თელავის მერს გაუზიარეს საკუთარი ხედვები და ინიციატივები, თავის მხრივ მერმა გამოთქვა სურვილი, რომ  მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდეს.

საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში

ttt-00

26 თებერვალს,თელავში ფონდის “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” და რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მიერ პროექტის “საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში” პრეზენტაცია გამართა.

განათლებისა და დასაქმების გამოფენა ,,მომავალი შენია”


ggg-00

14-15 თებერვალს ბიბერახი-თელავის პარტნიორობის კომიტეტის ინიციატივით განათლებისა და დასაქმების გამოფენა მომავალი შენია გაიმართა.
განათლების გამოფენაში კახეთის 4 მუნიციპალიტეტის: თელავის, გურჯაანის, ყვარლისა და ახმეტის განათლებისა და დასაქმების სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონის ადამიანური რესურსების გაძლიერებას და „ტვინების გადინების“ შეჩერებას, რაც აფერხებს მხარის სოციალურ და კულტურულ განვითარებას.

შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალისტთან


kkk-00

13 თებვერვალს თელავში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალისტმა დალი აბაშიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.შეხვედრა მიზნად ისახავდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.

შეხვედრა სტუდენტებთან


sss-00

10 თებერვალს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ დაწყებულ პროექტში „მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ მონაწილე სტუდენტებმა ქალაქ თელავის მერთან და ვიცე-მერთან შეხვედრა გამართეს.