კატეგორია: საზოგადოება

სმენადაქვეითებულთა კონცერტი თელავში


yyy-00

17 სექტემბერს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სმენადაქვეითებულთა კავშირის ორგანიზებით კონცერტი გაიმართა.

სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი თელავში


iii-00

21 ოქტომბერს თელავს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ესტუმრა.სახელმწიფო მინისტრი კახეთის გუბერნიის, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებსა და დემოკრატიის სკოლის მსმენელებს შეხვდა.შეხვედრას ესწრებოდა თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი.

თელავის მერი სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა


sss-00

20 ოქტომბერს თელავის მერი სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა. მან ლამარა კობაიძე და ელენე თუშიშველი მოინახულა. ელენე თუშიშველს მერი განცხადების დაწერაში მიეხმარა და სათბობი შეშით უზრუნველყოფას დაპირდა.

გამწვანების აქცია თელავში


ggg-00

17 ოქტომბერს თელავში თელავის მერიის,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს რკინიგზის ორგანიზებით გამწვანების აქცია გაიმართა.აქტივობაში მონაწილეობას თელავის მერი პლატონ კალმახელიძე იღებდა.

შეხვედრა რუსეთის დამოუკიდებელი რეგიონული გამოცემების ხელმძღვანელებთან


rrr-00

8 ოქტომბერს ქალაქ თელავის მედია კაფეში, თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი რუსეთის ANRI-Media დამოუკიდებელ რეგიონული გამოცემების ალიანსის (Airp) – რეგიონული პრესის გამომცემლებს, რედაქტორებსა და მენეჯერებს შეხვდა.