კატეგორია: საზოგადოება

მერიასა და პროფესიულ კოლეჯს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

DSC_0943

პლატონ კალმახელიძის მიერ გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასარგებლო ნაბიჯი ქალაქის განვითარებისთვის. 22 აგვისტოს თელავის მერსა და ა.ა.ი.პ. პროფესიულ კოლეჯ “პრესტიჟს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად თელავის მუნიციპალიტეტის კუთვნილი შენობა (მისამართი უნივერსტეტის ქუჩა #11) სიმბოლურ ფასად, დროებითი სარგებლობის უფლებით პროფესიულ კოლეჯს გადაეცა.

მერიის საინფორმაციო ხაზი

თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ამოქმედდა საინფორმაციო ხაზი

(0350) 27-36-50

.
9:00 საათიდან – 18:00 საათამდე მოქალაქეებს საშუალება აქვთ დარეკონ აღნიშნულ ნომერზე და დააფიქსირონ ქალაქში არსებული პრობლემები, რომლებსაც შემდგომში მერიის შესაბამისი სამსახურების რეაგირება მოყვება.

პლატონ კალმახელიძე შალვა ამონაშვილს შეხვდა [Photo]

shalva amonashvili-00

ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის საპატიო პრეზიდენტმა, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა 17 აგვისტოს თელავის მერი პლატონ კალმახელიძე ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრში მიიწვია. შეხვედრა, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, ბატონმა შალვამ ერეკლე მეორის სატახტო ქალაქში ჰუმანური პედაგოგიკის თელავის ფილიალის დაფუძნების თაობაზე სურვილი გამოთქვა.