კატეგორია: საზოგადოება

დასუფთავების მაშტაბური აქცია – „კახეთი სუფთა რეგიონი”


aaa-00

4 თებერვალს თელავში, კახეთის გუბერნატორის ინიციატივით დასუფთავების მაშტაბური აქცია – „კახეთი სუფთა რეგიონი” გაიმართა. აქციაში მონაწილეობა საჯარო დაწესებულების თანამშრომლებმა, კერძო კომპანიებმა და სხვადასხვა ორგანიზაციებმა მიიღეს.

ელენე ლუხუტაშვილის 85 წლის საიუბილეო საღამო


eee-00

30 იანვარს თელავის მერიის ორგანიზებით ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის სამუსიკო სასწავლებელში მხატვარ ელენე ლუხუტაშვილის 85 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თელავს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ესტუმრა


mmm-00

23 იანვარს თელავს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ესტუმრა.სახელმწიფო მინისტრი თელავის სამოქალაქო სექტორს, დემოკრატიის სკოლის მსმენელებსა და უნივერსტეტის თანამშრომლებს შეხვდა.შეხვედრას თელავის მერი პლატონ კალმახელიძე.კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი ესწრებოდნენ.

“თელავის ხევი”-ს რეაბილიტაციის ქვე-პროექტის საჯარო განხილვა


sss-00

21 ოქტომბერს ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე არსებული “თელავის ხევი”-ს რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

შშმ პირთა სოციალური ზრუნვის რეაბილიტირებული ცენტრის გახსნა


ggg-00

21 თელავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ზრუნვის ცენტრის რეაბილიტირებული შენობის გახსნის ცერემონია გაიმართა,რომელსაც იაპონიის ელჩი ტოშიო კაიტანი,თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ესწრებოდნენ.