კატეგორია: საზოგადოება

დავით შიომღვდლიშვილის მემორიალური დაფის გახსნა


mmm-00

30 დეკემბერს თელავის სამოქალაქო სექტორის ინიციატივით დავით შიომღვდლიშვილის,ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული გმირის მემორიალური დაფა გაიხსნა.

ბაღების გაერთიანებამ 1 წლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა


ppp-00

23 დეკემბერს ბაღების გაერთიანებამ 1 წლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა.გაერთიანების ხელმძღვანელმა ნათია ქარჩაიძემ ისაუბარა იმ რეფორმებსა და მიღწევებზე რომლებიც მათი მუშაობის დროს განხორციელდა.შეგახსენებთ,რომ 2014 წელს მოხდა ბაღების ავეჯით,სამზარეულოს ინვენტარითა და სათამაშოებით აღჭურვა,ასევე აღსაზრდელთა მშობლებს მიეცათ საშუალება უფრო მეტად ჩაერთულიყვნენ ბაგა-ბაღების გაერთიანების საქმიანობაში, გამოთქვათ აზრი და მიაწოდებინათ შენიშვნები გაერთიანების ხელმძღვანელობისათვის.

ქალაქის მერის საახალწლო საჩუქარი ნინი მაისურაძეს


nnn-00

23 დეკემბერს თელავის მერმა და ვიცე-მერმა პატარა ნინი მაისურაძე მოინახულეს.მერმა მას დაპირებული საახალწლო საჩუქარი ნაძვის ხე და ნაძვის ხის სათამაშოები მიუტანა.

2015 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა


bbb-00

19 დეკემბერს ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა. განხილვაში აქტიურად მონაწილეობდა თელავის მერი პლატონ კალმახელიძე.

თელავის მერმა პროფესიულ კოლეჯ “პრესტიჟში” მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა


kkk-00

18 დეკემბარს თელავის მერმა და ვიცე-მერმა პროფესიულ კოლეჯ “პრესტიჟში” მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვალა სახურავი,გაკეთდა მეტალოპლასტმასის ფანჯრები,გარემონტდა საპირფარეშოები,დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და ა.შ. შენობაში ასევე მოეწყო პანდუსები და შშმ პირებისათვის ადაპტირებული საპირფარეშოები.