კატეგორია: საზოგადოება

გარი კუნცევის მემორიალური დაფა გაიხსნა


kkk-00

6 ნოემბერს თელავში ცნობილი თელაველი ხმის რეჟისორის დრამატურგისა და პუბლიცისტი გარი კუნცევის მემორიალური დაფა გაიხსნა. გახსნაში მონაწილეობა გარი კუნცევის შვილმა ვახტანგ კუნცევმა და თელავის მერმა მიიღეს.

ლიტერატურული კონკურსის ,,ერეკლე II და თელავი” დაჯილდოება


eee-00

5 ნოემბერს ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ლიტერატურული კონკურსის ,,ერეკლე II და თელავი” დაჯილდოება გაიმართა. კონკურსში გამარჯვებულებს სიგელები და სასაჩუქრე ბარათები თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ გადასცა.

ფესტივალ New-,,ნადიმის” გამოფენა თელავში


nnn-00

4 ნოემბერს თავისუფალმა არტ-სივრცემ ფესტივალ New-,,ნადიმის” გამოფენა-ინსტალაცია ,,საკუთარი სუფრა” უმასპინძლა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ოჯახიდან გამოტანილი სუფრები, რომლებზეც მოთხრობილი იყო მათი დიასახლისი ქალბატონების ცხოვრების დეტალები.

ქალაქ თელავის სადღესასწაულო ტრიადა საზეიმოდ გაიხსნა


zzz-00

4 ნოემბერს ,,მედია-კაფეში” ქალაქ თელავის სადღესასწაულო ტრიადა საზეიმოდ გაიხსნა. გახსნეზე წარმოდგენილი იყო ერეკლეობისა და თელავ-ქალაქობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ანონსი,რომლებიც ოთხი დღე გაგრძელდება და ერეკლეობას 7 ნოემბერს დასრულდება.ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის მერი,ვიცე-მერი,მერიის კულტურის სამსახური,არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი თელაველები.

თელავის მერი მშვიდობის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

mmm-00

30 ნოემბერს თელავის მერი მშვიდობის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. მერი ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს და დახმარებას დაპირდათ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები.