კატეგორია: თვითმმართველობა

ანონსი

23 სექტემბერს, 12:00 საათზე, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართება.

23 სექტემბერს, 15:00 საათზე, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართება.

24 სექტემბერს, 11:00 საათზე, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა გაიმართება.

24 სექტემბერს, 12:00 საათზე, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართება.

მის: ქ. თელავი.ერეკლე II გამზ. №16, საკრებულოს სხდომათა დარბაზი.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგარეშე სხდომა

11756701_757639567680217_1040388065_o
2015 წლის 15 ივლისს  მოწვეული იქნა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგარეშე სხდომა . სხდომის მოწვევის მიზანი იყო ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირზე №24 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებული სახურავის შეკეთებისათვის საჭირო სარეაბილიტაციო სამუშაოების ასახვა შესყიდვების წლიურ გეგმაში. სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამარტივებულ შესყიდვას.

თელავში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

DSC_2255

თელავში რამდენიმე ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს. ორმოული სამუშაოები აპრილიდან დაიწყო და მის ფარგლებში თელავში არსებული ყველა ქუჩა შეკეთდება.სამუშაოებზე 389.170 ლარი დაიხარჯება. ამ დროისთვის სრულად შეკეთდა ლეონიძის, დავითაშვილის, რობაქიძის, თამარ მეფის და ჭავჭავაძის ქუჩები, პარალელურად ხდება გზებზე მოქალაქეთა მოსაცდელი პუნქტების მოწესრიგებაც.

ქალაქ თელავის მერის ინიციატივით ალაზნის გამზირის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

CSC_1085

02 მარტს,  ქალაქ თელავის მერის,  პლატონ კალმახელიძის ინიციატივით,ალაზნის გამზირი, დავით აღმაშენებლის პირველი შესახვევის  მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა.  დასუფთავებაში  მონაწილეობას იღებდნენ ალაზანი-კავკასიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხაჭაპურიძე, მერის წარმომადგენელი ალაზანი-კავკასიონის ტერიტორიაზე თეიმურაზ ლაგაზიძე,  მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი პეტრე ჯავახიშვილი და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.

საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში

ttt-00

26 თებერვალს,თელავში ფონდის “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” და რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მიერ პროექტის “საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში” პრეზენტაცია გამართა.