კატეგორია: თვითმმართველობა

სამუშაო შეხვედრა ააიპ-ებთან [Photo]

aaipebi-00

20 აგვისტოს თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილმა თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში არსებულ ა.ა.ი.პ და შ.პ.ს ორგანიზაციების დირექტორებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. პლატონ კალმახელიძე გაეცნო არსებული ა.ა.ი.პ-ებისა და შ.პ.ს.-ების მუშაობას. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მყარი თანამშრომლობისა და შესაბამის სამსახურებთან კორდინაციაში მუშაობის სურვილი.

6 წელი აგვისტოს ომიდან [Photo]

8agvisto-00

6 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. თელავის მერმა პლატონ კლმახელიძემ ბებირახელ კოლეგასთან ერთად პატივი მიაგო გარდაცვლილ ჯარისკაცთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირთა მემორიალი. პლატონ კალმახელიძე სამძიმარს უცხადებს ომში დაღუპულ, სამშობლოსათვის მებრძოლ ჯარისკაცების ოჯახებს და ქედს იხრის მათი შვილების წინაშე, რომელთაც თავი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლას შესწირეს.

ბიბერახის მერი სტუმრად თელავის მერთან [Photo]

biberakhis meri-00

7 აგვისტოს თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ სამუშაო შეხვედრა ბიბერახელ სტუმრებთან და ორგანიზაცია “GIZ”-ის წარმომადგენლობასთან გამართა. შეხვედრაზე განიხილებოდა ორ პარტნიორ ქალაქ თელავსა და ბიბერახს შორის დაწყებული პროექტები, რომლებსაც ხელი 2013 წელს მოეწერა და 2015 წლის ბოლომდეა გაწერილი. თელავისა და ბიბერახის მერებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და პროექტებზე. პლატონ კალმახელიძის განცხადებით თელავი მზადაა გააგრძელოს 30 წლიანი მეგობრული ურთიერთობა ქალაქ ბიბერახთან და მიიღოს აქტიური მონაწილეობა ერთობლივი პროექტების განხორციელებაში.

ბიბერახის მერი თელავში [Photo]

biberakhelebi-00

6 აგვისტოს თელავს ქალაქ ბიბერახის მერი – ნორბერტ ცაიდლერი, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი – საბინე ენგელქარრგი და ბიბერახის საკრებულოს წევრი – რაინერ ეგცინგერი ეწვია. აღსანიშნავია, რომ თელავი პირველი დამეგობრებულ ქალაქია რომელსაც ნორბერტ ცაიდლერი ესტუმრა. სტუმრებს თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ უმასპინძლა. შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის. შეხვედრის დასრულების შემდეგ თელავისა და ბიბერახის მერებმა ერთად დაათვალიერეს ქალაქი. საღამო დასასვენებელ პარკ “ნადიკვარზე” კახეთის რეგიონში არსებული მუსიკალური ჯგუფების კონცერტით დასრულდა. ბიბერახელი სტუმრების ვიზიტი თელავში 3 დღე გაგრძელდება.

პლატონ კალმახელიძე საკრებულოს სხდომაზე [Photo]

sxdoma 03.08-00

3 აგვისტოს, თვითმმართველი ქალაქი თელავის ახლადარჩეული საკრებულოს სხდომა გაიმართა. თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ საკრებულოს თელავის მერიის დებულება და საშტატო ნუსხა დასამტკიცებლად წარუდგინა. დეპუტატების შეკითხვებს ქალაქის მერმა ამომწურავად უპასუხა. პლატონ კალმახელიძის განმარტებით, საკრებულოზე წარდგენილი საშტატო ნუსხა ოპტიმალურადაა მორგებული თელავის მერიის საჭიროებებს და მაქსიმალურად ეფექტურად მოემსახურება თელავის მოსახლეობის მოთხოვნებს.