კატეგორია: თვითმმართველობა

თელავის მერიის საჩუქარი


sss-00

30 დეკემბერს თელავის მერიამ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.საახალწლო ნობათი თელავში მცხოვრებ 210 ადამიანს თელავის მერიის თანამშრომლებმა სახლში მიუტანეს.

საახალწლო კონცერტი უმწეოთა და უპოვართა სახლში


kkk-00

30 დეკემბერს უმწეოთა და უპოვართა სახლში ბენეფიციარებისათის საახალწლო კონცერტი გაიმართა.კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ანსამბლი ,,ნანინა” და მუსიკალური სტუდია ,,თელავი”. ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის მერი,ვიცე-მერი და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი.

დავით შიომღვდლიშვილის მემორიალური დაფის გახსნა


mmm-00

30 დეკემბერს თელავის სამოქალაქო სექტორის ინიციატივით დავით შიომღვდლიშვილის,ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული გმირის მემორიალური დაფა გაიხსნა.

ბაღების გაერთიანებამ 1 წლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა


ppp-00

23 დეკემბერს ბაღების გაერთიანებამ 1 წლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა.გაერთიანების ხელმძღვანელმა ნათია ქარჩაიძემ ისაუბარა იმ რეფორმებსა და მიღწევებზე რომლებიც მათი მუშაობის დროს განხორციელდა.შეგახსენებთ,რომ 2014 წელს მოხდა ბაღების ავეჯით,სამზარეულოს ინვენტარითა და სათამაშოებით აღჭურვა,ასევე აღსაზრდელთა მშობლებს მიეცათ საშუალება უფრო მეტად ჩაერთულიყვნენ ბაგა-ბაღების გაერთიანების საქმიანობაში, გამოთქვათ აზრი და მიაწოდებინათ შენიშვნები გაერთიანების ხელმძღვანელობისათვის.

ქალაქის მერის საახალწლო საჩუქარი ნინი მაისურაძეს


nnn-00

23 დეკემბერს თელავის მერმა და ვიცე-მერმა პატარა ნინი მაისურაძე მოინახულეს.მერმა მას დაპირებული საახალწლო საჩუქარი ნაძვის ხე და ნაძვის ხის სათამაშოები მიუტანა.