კატეგორია: თვითმმართველობა

2015 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა


bbb-00

19 დეკემბერს ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა. განხილვაში აქტიურად მონაწილეობდა თელავის მერი პლატონ კალმახელიძე.

თელავის მერმა პროფესიულ კოლეჯ “პრესტიჟში” მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა


kkk-00

18 დეკემბარს თელავის მერმა და ვიცე-მერმა პროფესიულ კოლეჯ “პრესტიჟში” მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვალა სახურავი,გაკეთდა მეტალოპლასტმასის ფანჯრები,გარემონტდა საპირფარეშოები,დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და ა.შ. შენობაში ასევე მოეწყო პანდუსები და შშმ პირებისათვის ადაპტირებული საპირფარეშოები.

თელავის მერსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა

bbb-00

16 დეკემბერს თელავის მერსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე განიხილებოდა კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობისა და გამტარი კოლექტორის მშენებლობის პროექტი,რომელზეც ამდროისთვის მიმდინარეობს წინა საპროექტო კვლევა.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჟურნალისტები და მედია მენეჯერები თელავში


jjj-00

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჟურნალისტები და მედია მენეჯერები სამი დღის განმავლობაში გაცვლითი პროგრამით თელავში ბაზირებულ ადგილობრივ გამომცემლობას „კახეთის ხმას“ ეწვივნენ.ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ თელავის ვიცე-მერს თენგიზ მთვარელიშვილს.

წითელი ჯვრის წარმომადგენლები თელავში


ccc-00

15 დეკემბერს წითელი ჯვრის წარმომადგენლები თელავის მერს შეხვდნენ.შეხვედრა მერის სამუშაო ოთახში გაიმართა.შეხვედრაზე განიხილებოდა სხვადასხვა საკითხები,სამომავლო პროექტები,რომლებიც სოციალურად დაუცველი ფენის პირობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.პლატონ კალმახელიძე აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული თემების განხილვაში.