კატეგორია: კულტურა

თელავში ოზურგეთის თეატრის გასტროლი დასრულდა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა 30 წლიანი პაუზის შემდეგ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში სპექტაკლით ,,ანტიგონე” თავისი საგასტროლო ტურნე დაასრულა. ქალაქ თელავის ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა ოზურგეთის თეატრს მადლობა გადაუხადა წარმატებული გასტროლისთვის და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ღონისძიებას ქალაქ თელავის საკრებულოს თავჯდომარე არჩილ თხლაშიძე, მერის მოადგილე ლევან ლილუაშვილი და კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი ესწრებოდნენ. ოზურგეთის თეატრი თელავს პირველ ოქტომბერს ეწვია, გასტროლის ფარგლებში გაიმართა ხუთი სპექტაკლი: ,,მაკბეტი”,,ჯადოსნური ზღაპარი”,,ჭკვიანი გიჟები”,,აურზაური არაფრის გამო” და ,,ანტიგონე”.

უკრაინის ხალხური და თანამედროვე მუსიკის ანსამბლი თელავში

11419315_1607051809579736_4995090677082062397_o

11 ივლისს, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში უკრაინის ხალხური და თანამედროვე მუსიკის ანსამბლმა ვიტალი ბოლგარის ხელმძღვანელობით კონცერტი გამართა, სადაც უკრაინული ფოლკლორი და თანამედროვე მუსიკა გაჟღერდა, დირიჟორი – ლაურისა დენისუკი.
ღონისძიებაში მონაწილეობას მერიის კულტურის ცენტრის ქალთა ფოლკლორული ანსამბლი და მეორე სამუსიკო სკოლის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ალალე” იღებდნენ. ღონისძიებას ესწრებოდა თელავის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი.
მხარდამჭერი თელავის მერია

საზაფხულო ფესტივალი ,,წიგნი და მუსიკა” თელავში

11112546_632324380237718_7396896941231607758_o

10 ივლისს, თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში საზაფხულო ფესტივალი ,,წიგნი და მუსიკა” გაიმართა. მოქალაქეებს, შესაძლებლობა ქონდათ დიდი ფასდაკლებით შეეძინათ სხვადასხვა გამომცემლობის მიერ წარმოდგენილი წიგნები. ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობდნენ პოეტი ლია ლიქოკელი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე, მუსიკალური ჯგუფები ,,the bearfox” და ,,blue sun”.

თელავში ქართული კინოს ლეგენდა-ოთარ მეღვინეთუხუცესი გაიხსენეს

DSC_3523

31 მაისს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში ჩატარდა მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი “ვიხსენებთ ოთარ მეღვინეთუხუცესს”. რეჟისორები – ლევან წულაძე, ირაკლი გოგია. მონაწილეობდნენ: გურანდა გაბუნია, ზურა ბერიკაშვილი, როლანდ ოქროპირიძე, ნიკა კუჭავა, ბექა გოდერძიშვილი. როგორც ქალბატონმა გურანდა გაბუნიამ ჟურნალიტებთან საუბრისას აღნიშნა ქართული კინოს ლეგენდამ სწორედ თელავიდან დაიწყო თავისი შემოქმედებითი გზა. სპექტაკლს ქალაქ  თელავის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი ესწრებოდა.
სპექტაკლი ქალაქ თელავის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

ორგანიზაცია „მემკვიდრეობა მომავლისათვის“ ტრენინგ-სემინარი თელავში

DSC_0236

28 მაისს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორგანიზაციამ „მემკვიდრეობა მომავლისათვის“ ტრენინგ-სემინარები ჩაატარა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული სხვადასხვა პროფესიების ადამიანებისთვის. პროექტში განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი საჯარო სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები, რომლებმაც გასვლითი საველე სამუშაოები ჩაატარეს, რის შედეგადაც გამოვლინდა 11 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტი, რომელიც წარდგენილია ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე. როგორც მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მსგავსი პროექტები არის მნიშვნელოვანი სტიმული სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც, რადგან ექსპედიცია იყო ძალიან ნაყოფიერი.