კატეგორია: კულტურა

თელავის ვიცე-მერმა სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები დააჯილდოვა

DSC_3253

26 მაისს ქალაქ თელავის ვიცე-მერმა თენგო მთვარელიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მასწავლებლებს, მოსწავლეების და დამსწრე საზოგადოებას. ვიცე-მერმა სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებს, თელავის მერიის სახელით, მადლობის სიგელები გადასცა. აღსანიშნავია, რომ  სოსო ნინიკელაშვილმა, ნათია ჯაჯანაშვილმა, მიხეილ ოთარაშვილმა და მარიამ დარჩიაშვილმა საერთაშორისო ფესტივალებზე პირველი ადგილები აიღეს. ახალგაზრდა მუსიკოსები   ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაემგზავრებიან, სადაც კონცერტებს გამართავენ.

სპექტაკლი “საზღვრებთან მოლოდინში” თელავის თეატრში

DSC_0027

21 მაისს, თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი “საზღვრებთან მოლოდინში” გამიართა. იგი ბაზალეთსა და წეროვანში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს შეეხება და მათი ცხოვრების შესახებ მოგვითრობს. სპექტაკლში შვედი, ქართველი და უკრაინელი ქორეოგრაფები, მსახიობები და მომღერლები მონაწილეობნენ. სპექტაკლს ესწრებოდნენ ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილე-გია გიგიაშვილი. თელავის მერმა ჟურნალიტებთან საუბრისას დევნილ ბავშვებს საკუთარ სახლებში დაბრუნება უსურვა. პროექტის მხარდამჭერია თელავის მერია.

შეხვედრა ,,კალმისა და ფუნჯის მსახურთან”-გიორგი ბერძნიშვილთან

DSC_0191

6 მაისს თელავის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა ცნობილი მწერლის გიორგი ბერძნიშვილის საღამო, სადაც პოეტისა და პროზაიკოსის ახალი წიგნის ,,ვაჰ სოფელო-ს პრეზენტაცია შედგა. ბატონი გიორგი ქალაქ თელავის მკვიდრია, იგი 6 პოეტური და პროზაული წიგნის ავტორია. საღამოს ესწრებოდნენ ქალაქ თელავის საკრებულოს თავჯდომარე არჩილ თხლაშიძე, კულტურის, ძეგლთა დაცვის,განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი, კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ელენე ღარიბაშვილი და  მწერლის მეგობრები.

ტორესა მოსის წიგნის განხილვა საბიბლიოთეკო კვირეულში

DSC_1456

1 მაისს თელავის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში შედგა  2014 წლის ლიტერატურული პრემია საბას ლაურიატის,  ტორესა მოსის წიგნის “სიბრძნე-სიცრუისა” განხილვა, რომელსაც ესწრებოდნენ ქალაქ თელავის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი, კულტურის  განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ელენე ღარიბაშვილი და დაინტერესებული საზოგადოება. ქალაქ თელავის მერია ჩვენს თანაქალაქელს, ტორესა მოსის ულოცავს ლიტერატურული პრემია “საბა”-ს ლაურიატობას და წარმატებებს უსურვებს.

“ვინ გატეხა ქოთანი?!”- სპექტაკლის პრემიერა თელავის თეატრში

DSC_0687

30 აპრილს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში გაიმართა სპექტაკლის “ვინ გატეხა ქოთანი?!” პრემიერა,  გერმანელი კლასიკოსის ჰაინრიხ ფონ კლაისტის პიესის მიხედვით თელავის თეატრის დასთან ერთად  რეჟისორმა რობერტ სტურუამ დადგა. სპექტაკლის პრემიერას ესწრებოდნენ ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, ვიცე-მერი თენგო მთვარელიშვილი,  კახეთის გუბერნატორ-რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი, გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი და სპექტაკლის დადგმის ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა.