კატეგორია: კულტურა

ვლადიკავკასის ანსამბლი “ოქროს საწმისი” თელავში

DSC_0825

23 აპრილს ქალაქ თელავს ეწვია ვლადიკავკასის ქალაქ ესენდუკის ანსამბლი “ოქროს საწმისი”, რომელმაც თელავის   ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში  სიმღერისა და ცეკვის ანსამბლთან ერთად გამართა  კონცერტი .  კულტურული კავშირის განმტკიცების  საქმეში შეტანილი წვლილისთვის ქალაქ თელავის  მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა და საკრებულოს თავჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ ანსამბლს და მის ქორეოგრაფს გადასცეს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები. კონცერტს დაესწრო ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე.

სახალხო ლოტბარის ანდრო სიმაშვილის საღამო

DSC_0673

20 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თელავის მერიის, ასევე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა ცნობილი მომღერლისა და ლოტბარის ანდრო სიმაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ქალაქ თელავის მერიის სახელით სახალხო ლოტბარს ფულადი ჯილდო და ვეფხისტყაოსანი მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა გადასცა.

სუხიშვილების დაუვიწყარი კონცერტი თელავში

DSC_0907

15 აპრილს თელავის მერიის მხარდაჭერით სუხიშვილების ანსამბლი, რომელიც თავისი დაბადების 70 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მაშტაბით ახორციელებს ტურნეს, ეწვია თელავს და ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის სცენაზე წარმოადგინა საიუბილეო შერეული პროგრამა, რომელშიც გაერთიანდა ანსამბლის არსებობის მანძილზე დადგმული საუკეთესო ნომრები, როგორც კლასიკური ისე თანამედროვე ინტერპრეტაციით. თელავის მერიამ იუბილარ ანსამბლს გადასცა სიმბოლური საჩუქრები.  კონცერტს ესწრებოდნენ  ქალაქ თელავის ვიცე-მერი თენგო მთვარელიშვილი, კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი.

კულტურის ეროვნული სტრატეგიის განხილვა თელავში

DSC_0143

3 აპრილს  ქალაქ თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში დასრულდა კონფერენცია თემაზე „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“. კულტურის სამინისტრო მსგავს  შეხვედრებს მართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მიზანი კულტურის სტრატეგიის შემუშავებაა,რომელსაც კულტურის სამინისტრო შეიმუშავებს საზოგადოების აქტიური ჩართულობით. შეხვედრამ ინტერაქტიულად ჩაიარა და დამსწრე აუდიტორიას  საშუალება ჰქონდა მიეღო პასუხები მათთვის სასურველ კითხვებზე. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თვითმმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერი – პლატონ კალმახელიძე, ვიცე-მერი თენგო მთვარელიშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი.

თელავში საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების პირველი ეროვნული კონკურსი ჩატარდა

DSC_0205

17  მარტს თელავში  ნ.სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების პირველი ეროვნული კონურსი ჩატარდა,  სადაც მონაწილეობას იღებდნენ თელავის, ახმეტის და ყვარლის მუნიციპალიტეტების სამუსიკო სკოლების აღსაზრდელები. ფესტივალს ესწრებოდა ქალაქ თელავის მერიის  კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი.