კატეგორია: კულტურა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სემინარები თელავში

DSC_0516

12 მარტს ქალაქ თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სემინარები დაიწო, პროექტი ხორციელდება ქალაქ თელავის მერიის დაფინანსებით და ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია  “მემკვიდრეობა მომავლისათვის”,  მისი  მთავარი მიზანია არამატერიალურ კულტურულ ძეგლთა აღმოჩენა,  აღნუსხვა და მათზე ზრუნვა. სემინარების კვირეულის გახსნას ესწრებოდნენ ქალაქ თელავის მერიის  კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი,  ტურიზმის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მანანა ინაშვილი,  თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილი.

ევროკავშირის კინოფესტივალი თელავში

m7

4 მარტს თელავმა ევროკავშირის კინოფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალი მეორედ იმართება (ოთხი მარტიდან რვა მარტის ჩათვლით) და მისი მიზანია, კინოხელოვნების გზით ევროპული კულტურის მრავალფერიოვნებისა და ძირითადი ღირებულებების გაცნობა, რაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოვებას შეუწყობს ხელს. კინოფესტივალის გახსნას დაესწრო ქალაქ თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი და  მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი.

ხსოვნის საღამო ,თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში

01

 

28 თებერვალს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში,  გაიმართა ხსოვნის საღამო, რომელიც მიეძღვნა თეატრის გარდაცვლილი მსახიობების: შოთა ბეჟანიშვილის, ლევან ტალაშვილის და ავთანდილ გულიაშვილის ხსოვნას. ხსოვნის საღამოს ესწრებოდა ქალაქ თელავის მერიის კულტურის ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი.

შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალისტთან


kkk-00

13 თებვერვალს თელავში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალისტმა დალი აბაშიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.შეხვედრა მიზნად ისახავდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.

,,კახეთის ახალგაზრდული მუსიკალური ფესტივალის” დაჯილდოვება


kkk-00

7 თებერვალს ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ცნობილი ქართველი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის მიერ დაფუძნებული “კახეთის ახალგაზრდული მუსიკალური ფესტივალის” დაჯილდოვება გაიმართა.