კატეგორია: კულტურა

ელენე ლუხუტაშვილის 85 წლის საიუბილეო საღამო


eee-00

30 იანვარს თელავის მერიის ორგანიზებით ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის სამუსიკო სასწავლებელში მხატვარ ელენე ლუხუტაშვილის 85 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღვინის ფესტივალი Telavino/თელავინო საქართველოში დაგეგმილ ტურისტული კუთხით მნიშვნელოვან 4 მთავარ ღონისძიებას შორის დასახელდა


ggg-00

“The New York Times”–ის მიხედვით თელავის ღვინის ფესტივალი Telavino/თელავინო,რომელიც 2014 წლის 7 ნოემბერს თელავის მერიისა და კახეთის მეღვინეთა გილდიის ორგანიზებით გაიმართა 2015 წელს საქართველოში დაგეგმილ ტურისტული კუთხით მნიშვნელოვან 4 მთავარ ღონისძიებას შორის დასახელდა.

თელავის მერმა წარმატებული ახალგაზრდები დააჯილდოვა


ggg-00

18 დეკემბერს  თელავში წარმატებულ ახალგაზრდა თელაველების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი.  პლატონ კალმახელიძემ გასულ წელს, სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ახალგაზრდებს, მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

მინისტრის საჩუქარი თელავს


kkk-00

13 ნოემბერს თელავში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, „რეგიონების აღჭურვის პროექტის‘’ ფარგლებში, კახეთის რეგიონის ფოლკლორულ ანსამბლებს, სახელოვნებო-სამუსიკო სკოლებსა და კულტურის ცენტრებს მუსიკალურ ინსტრუმენტებს გადასცა.

ერეკლეობა 2014


eee-00

7 ნოემბერს თელავში ერეკლეობა აღნიშნეს.ერეკლეობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასახვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები.ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა “BIKE SHOW-თელავი ერეკლეობა 2014″.”ერეკლეობაზე” წელს პირველად, ქალაქში ღვინის ფესტივალი “თელავინო 2014″ ჩატარდა,სადაც ღვინის კომპანიებმა 500-მდე სხვადასხვა სახეობის ღვინო წარმოადგინეს. ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებელში კი კინოს, მუსიკისა და თეატრის მუზეუმმა პრეზენტაცია ,,მეფე ერეკლე ბრიტანულ პრესაში” წარმოადგინა. ღონისძიებების დასასრულს ესტრადის ვარსკვლავების კონცერტი გაიმართა,სადაც თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ თელავის მოსახლეობას ,,ერეკლეობა” მიულოცა და ,,თელავის საპატიო მოქალაქის” წოდება ღვაწლმოსილ თელაველებს-ცისია ჩხუბიანიშვილს, ვანო იანტბელიძეს, თეიმურაზ ლეჟავას, შალვა მატუაშვილს და ჯემალ ხუციშვილის მიანიჭა.