კატეგორია: კულტურა

საქველმოქმედო კონცერტი “ნადიკვარზე” [Photo]

anwuxelidze-00

22 აგვისტოს კულტურისა და დასვენების პარკ “ნადიკვარზე” თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით სოსო მიქელაძისა და ზურა ზაქარიაძის (პაპა) საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კონცერტის მსვლელობისას შეგროვებული თანხა მოხმარდა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის – გიორგი ანწუხელიძის ოჯახს. ღონისძიებას თელავის მერი – პლატონ კალმახელიძე ესწრებოდა. მისი თქმით თელავის მერია მუდამ გამოთქვამს მზაობას ორგანიზება გაუწოს მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებებებს.

ნინი ბადურაშვილის კონცერტი თელავში [Photo]

badurashvili-00

თელავის მერიამ კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა ქალაქის ახალგაზრდობას. 15 აგვისტოს მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და თელავის კულტურის ცენტრის ორგანიზებით დასასვენებელ პარკ “ნადიკვარზე” ნინი ბადურაშვილის კონცერტი ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდა თელავის მერი პლატონ კალმახელიძე. კონცერტმა, რომელიც 2 საათი გაგრძელდა, მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და ოვაციებით დასრულდა.

თამუნა ამონაშვილის კონცერტი თელავში [Photo]

amonashvili-00

4 აგვისტოს თელავმა ქართული ესტრადის ვარსკვლავების შოუ-კონცერტს უმასპინძლა. მასში მონაწილეობას იღებდნენ: თამუნა ამონაშვილი, ქეთი გომართელი, ანი სირაძე და ა.შ.
კონცერტი ქალაქის ცენტრში, ღია ცის ქვეშ ჩატარდა. ღონისძიება თელავის მერიის ორგანიზებით გაიმართა. მას ფინანსური მხარდაჭერა სასტუმრომ “ძველი თელავი” და კომპანიამ “ბუნებრივი აირი” გაუწია. საღამო ულამაზესი ფეიერვერკით დასრულდა.