კატეგორია: სპორტი

მერიის ოთხთა ტურნირის თასი თელავში

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავში თამაზ ანთაძის სახელობის სპორტდარბაზში კალათბურთში ოთხთა ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სამი ქალაქის შემდეგი გუნდები იღებდნენ: ,,თელავის საკალათბურთო აკადემია”,,საკალათბურთო კლუბი აკადემია“-თბილისი, ,,ჰიუნდაი“-თბილისი, ,,ზესტაფონი“-ზესტაფონი.

შეჯიბრებებში მონაწილეობას 16 წლამდელთა ასაკის კალათბურთელები იღებდნენ. ტურნირი სამ დღეს 25-26–27 სექტემბერს გაგრძელდა და გამარჯვება თბილისის ,,საკალათბურთო კლუბი აკადემიას”-ს დარჩა, ხოლო დანარჩენ გუნდებს მედლები და დიპლომები გადაეცაცთ.
ოთხთა ტურნირი ქალაქ თელავის მერიის მხარდაჭრით ჩატარდა.

ქალთა საერთაშორისო ტურნირი- ,,Telavi Open”

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

14–20 სექტემბერს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის და ევროპის ჩოგბურთის ასოციაციის ეგიდით ქალაქ თელავში ჩატარდა ქალთა საერთაშორისო ტურნირი 10,000 ამერიკული დოლარის საპრიზო ფონდით. ტურნირის მასპინძელი იყო თელავის სასპორტო გაერთიანება. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 15 ქვეყნის 32 მონაწილემ, მათ შორის ქართველმა სპორტსმენებმა.

თელავში თამაზ ანთაძის იუბილე აღინიშნა

DSC_3452

31 მაისს გამოჩენილი ქართველი ხელბურთელისა და სპორტის მოღვაწის, თამაზ ანთაძის ხსოვნის დღე გაიმართა თელავში, სპორტთამაშების დარბაზში. 1 ივნისს თამაზ ანთაძის დაბადებიდან 80 წელი შესრულდა. თამაზ ანთაძისადმი მიძღვნილ მეგობრულ მატჩს ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, საკრებულოს თავჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

,,სპორტულ კლუბთა გაერთიანება”-ს სპორტული ინვენტარი გადაეცა

DSC_0212

7  მაისს  ქალაქ თელავის მერმა დაათვალიერა თამაზ ანთაძის სახელობის სპორტსკოლის მეოთხე სართულზე მიმდინარე სამუშაოები, სადაც განთავსდება სპორტსკოლის და სპორტულ კლუბთა გაერთიანების ადმინისტრაცია. აღსანიშნავია, რომ კომპანია ჯი-ვი-ეს-ის გენერალურმა დირექტორმა ფილიპ ლესპიმ  ქალაქის მერთან ერთად სპორტულ კლუბთა გაერთიანებას სპორტული ინვენტარი გადასცა.

ფრთები სიცოცხლისთვის – კახეთში მსოფლიო რბენა გაიმართა

სახანძრო მანქანების პრეზენტაცია 10

2015 წლის 3 მაისს ასიათასობით ადამიანი 33 ქვეყნიდან კვლავ გაერთიანდა იმისთვის, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს. კახეთში, ლოპოტის ხეობაში 5 000-მა ადამიანმა ირბინა. საქართველო უკვე მეორედ 33 ქვეყნასთან ერთად, ყველაზე მასშტაბურ, საქველმოქმედო ღონისძიებას მსოფლიო სპორტის ისტორიაში შეუერთდა. 2014 წელს მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან 3 000 ადამიანი დარეგისტრირდა, წლეულს ეს რიცხვი ორი ათასით გაიზარდა, კახეთში 35 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა 600-ზე მეტმა უცხოელმა ირბინა.