კატეგორია: სპორტი

თელავში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური ეტაპი გაიმართა

IMG_1588

31  მარტს თელავის სპორტული კომპლექსის დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიმართა. შეჯიბრები მიმდინარეობდა სპორტის 4 სახეობაში-კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მინი ფეხბურთსა და მძლეოსნობაში. სასკოლო ოლიმპიადა ჩატარდა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელშეწყობითა და მონაწილეობით. კახეთის რეგიონის ფინალურ ეტაპში გამარჯვებულებს ჯილდოები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, ქალაქ თელავის საკრებულოს თავჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ, ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა გადასცეს.

თელავში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დასრულდა

DSC_0658

31 მარტს თელავში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დასრულდა, შეჯიბრები მიმდინარეობდა სპორტის ოთხ სახეობაში. გამარჯვებულებს ჯილდოები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ, საკრებულოს თავჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა გადასცეს.

თელავში სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა დაიწყო

0003

14  მარტს თელავში სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა დაიწყო, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. სპორტულ ტურნირებში მონაწილეობას იღებენ თელავის საჯარო სკოლების 13-15 წლის მოსწავლეები. ოლიმპიადის გახსნას ესწრებოდა ქალაქ თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი იოსებ იაგორაშვილი.

თამარ ხმიადაშვილის სახელობის ორდღიანი ტურნირი ჭადრაკში


ccc-00

24-25 იანვარს თელავის თეატრის მცირე დარბაზმა უმასპინძლა საერთაშორისო დიდოსტატის თამარ ხმიადაშვილის სახელობის ორდღიან ტურნირს ჭადრაკში სენიორთა შორის, რომელსაც თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი და საკრებულოს თავჯდომარე არჩილ თხლაშიძე ესწრებოდნენ.

თამარ ხმიადაშვილის 70 წლის იუბილე


ttt-00

27 ნოემბერს ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში ცნობილი ქართველი მოჭადრაკის,მსოფლისა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონის,თელავის საპატიო მოქალაქის თამარ ხმიადაშვილის 70 წლის იუბილე აღინიშნა.ღონისძიებას ქალაქის მერი,ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და ცნობილი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ესწრებოდნენ.