კატეგორია: დროებითი

2017 წლის ბიუჯეტის პროექტი

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გ. ხაჭაპურიძე

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის ანგარიში 2015 წელს გაწეული მუშაობის შესახებ

 

წარმოგიდგენთ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის 2015 წლის წლიურ ანგარიშს.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისია მუშაობას წარმართავდა  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საკრებულოს რეგლამენტისა და კომისიის დებულების შესაბამისად.

2015წელს ჩატარდა 20 კომისიის სხდომა. სხდომებზე განხილულ იქნა 31 საკითხი. კომისიის სხდომებს იწვევდა და წარმართავდა კომისიის თავმჯდომარე. გასულ წელს კომისიამ გარკვეული ყურადღება დაუთმო მოსახლეობის ინტერესების პრობლემების შესწავლის და დახმარების საკითხების განხილვას.

აღნიშნულ პერიოდში ქ.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თხოვნით დავხმარებოდით თანამედროვე მოდელის ორი სპორტული პნევმატური პისტოლეტის შეძენაში და სტიპენდიით დაგვეკმაყოფილებინა სამი პარასპორტსმენის მწვრთნელი. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა და ქ.თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო 15.000 ლარი.

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მოგვამრთა თხოვნით ჩაგვეტარებინა თ.ანთაძის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება(კერძოდ თბილისელი და თელაველი ვეტერანების მატჩის მოწყობა, თ.ანთაძის ბავშვთა ტურნირის ჩატარება და ა.შ.) და ხელი შეგვეწყო აღნიშნული საიუბილეო დღის სათანადო ორგანიზებაში. საკითხი გადაწყდა დადებითად.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის კახეთის ფილიალის თავმჯდომარემ მოგვმართა თხოვნით რომ პირველი ჯგუფის ინვალიდები (უსინათლოები) რომლებიც არანაკლებ გაჭჳრვებულები არიან სოციალურად დაუცველებზე დაკმაყოფილებულიყვნენ სათბობი შეშის პროგრამით. საკითხი გადაწყდა დადებითად და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტიდან გაეწია დახმარება.

ქ.თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მოგვმართა თხოვნით რომ სსიპ ქ.თელავის №1 საჯარო სკოლა გამოთქვავდა სურვილს, რომ სკოლას მინიჭებოდა სკოლის დამაარსებლის ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის სახელი. ქ.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საკითხი დადებითად გადაწყვიტა და შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა განათლების სამინისტროს.

ქ.თელავის საკრებულოში შემოვიდა კახეთის რეგიონში ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ/შიდსის პრევენციის სათათბიროს განცხადება. პროგრამების: სტაციონალური დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია, მეტადონით ჩანაცვლების თერაპია,cჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის მსურველთა ანალიზების ხარჯის ნაწილობრივ ანაზღაურების თანადაფინანსების შესახებ. 2016 წლის სოციალურ პროგრამებში გათვალისწინებული  იქნა  ელიმინაციის პროგრამა.

ქ.თელავის საკრებულოში შემოვიდა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე ევროპული განვითარებისათვის“ თავმჯდომარის განცხადება, სადაც აღნიშნული იყო რომ სოციალურ დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირებული ოჯახების შვილებს სხვადასხვა სახელოვნებო წრეებში სწავლის საფასური არ გადაეხადათ. განმცხადებელს განემარტა , რომ  ასეთი კატეგორიის ოჯახის შვილები განთავისუფლებულები იყვნენ და არიან სწავლის გადასახადისგან. ქ.თელავის მუნიციპალიტეტი მომავალშიც მხარს დაუჭერს სასწავლო პროცესის ასეთი ფორმით გაგრძელებას.

2015 წელს სოციალური დაცვის სფეროში გამოყოფილი თანხების შესახებ (იხ. დანართი №1) 2015 წელს კულტურის სფეროში გამოყოფილი თანხების შესახებ (იხ. დანართი №2)

2015წელს  ა(აი)პ- ების მიერ ათვისებული თანხების შესახებ (იხ. დანართი №3)

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

სოციალური, კულტურის, განათლებისა

და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის

თავმჯდომარე                                                              გ. ხაჭაპურიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი N 1

 

სოციალური პროგრამები

 

 

N

 

2015 წელი

ათვისებული თანხა ათ.(ლარი) ბენეფიციარების რაოდენობა

 

 

1

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების პროგრამა

 

 

79,874

 
 

 

2

ომის მონაწილეთა, სამაჩაბლო-აბხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისათვიის მებრძოლთა, ლტოლვილთა და უპატრონო ადამიანთა გარადცვალებისას სარიტუალო ხარჯების დაფინანსების პროგრამა  

0,750

 

3

 

3

 

უფასო სასადილოს დაფინანსება

 

 

200,000

 

300

 

4

ეკონომიურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სათბობი შეშით დახმარების პროგრამა 205,620 894
 

5

ეკონომიურად გაჭირვებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა 36,650 733
 

6

 

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა

 

 

26,280

 

98 ბავშვი

 

7

 

ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა

 

 

3,200

 

22

 

8

ეკონომიურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების  თანადაფინანსების პროგრამა 82,000 469
 

9

სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარების პროგრამა 15,000 456
 

10

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულთა შვილების (18 წლამდის) დახმარების პროგრამა  

3,600

 

2

 

11

ელექტრო ენერგიის გადასახადზე თანადაფინანსების პროგრამა 8,6894 151
 

12

 

ვეტერანთა საზოგადოება

 

 

6,000

 
 

13

დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარების პროგრამა 6,100 11

 

 

 

დანართი # 2

 

 

2015 წლის კულტურის სფეროში

გამოყოფილი თანხების შესახებ

 

  1. კულტურა – 10 000 ლარი;
  2. განათლება – 9 000 ლარი (ჩატარდა 6 ღონისძიება, ნაშთი დარჩა 2000 ლარი);
  3. ძეგლები – 29 000 ლარი (ნაშთი დარჩა 9 000 ლარი);
  4. სპორტი და ახალგაზრდული – 40 000 ლარი (სპორტში ჩატარდა 15 ღონისძიება, ახალგაზრდულში -10 და ნაშთი დარჩა 4000 ლარი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი # 3

 

2015 წელს ა(აი) პების მიერ ათვისებული თანხები

 

  1. ბაგა-ბაღების გაერთიანება – 996,8 ათ. ლარი
  2. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი – 70,0 ათ.ლარი
  3. სასპორტო გაერთიანება – 312,1 ათ. ლარი
  4. საფეხბურთო სკოლა „კახეთი“ – 100,0 ათ. ლარი
  5. სპორტულ კლუბთა გაერთიანება „თელავი“ – 175,2 ათ. ლარი
  6. ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი 110,0 ათ. ლარი
  7. #1 სამუსიკო სკოლა 66,5 ათ. ლარი
  8. #2 სამუსიკო სკოლა – 65,0 ათ. ლარი
  9. ე. ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა – 65,1 ათ.ლარი
  10. საბიბლიოთეკო გაერთიანება – 108,2
  11. კულტურის ცენტრი – 272,3 ათ. ლარი
  12. კულტურისა და დასვენების პარკი „ნადიკვარი“ – 30,0 ლარი
  13. საზოგადოებრივი ჯანდაცვა – 79,9 ათ, ლარი
  14. უფასო სასადილო – 200, 0 ლარი

 

 

 

 

 

ქ. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავჯდომარე ა. სულხანიშვილი

     იურიდიულ საკითხთა კომისიის წლიური ანგარიში

 

 

წარმოგიდგენთ ქ. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წლიურ ანაგარიშს.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში იურიდიულ საკითხთა კომისიამ ჩაატარა 7 სხდომა.

თავისი უფლემოსილების ცნობის დღიდან იურიდიულსაკითხთაკომისიაშიაღმოიფხვრამოქალაქეთაგანცხადებებზეპასუხისგაცემისმანამდეარსებულიმანკიერიპრაქტიკა კერძოდ, ხდებოდა განმცხადებელთათვისწერილებისუკანდაბრუნება, საკითხისგანხილვაზესაკრებულოსარაუფლებამოსილებისსაფუძველზემითითებით.„დღესყველამოქალაქესამომწურავადეცნობებაგანცხადებაშიმოთხოვნილსაკითხზეპასუხი, ასევესაჭიროებისადაშესაბამისისაფუძვლებისარსებობისშემთხვევაშიხდებაგადამისამართებაუფლებამოსილადმინისტრაციულ ორგანოებში.

აღსანიშნავია ისიც რომ იურიდიულსაკითხთაკომისია არ შემოიფარგლება მხოლოდსაკითხისდადებითადანუარყოფითადშეფასებისას დასკვნის შედგენით, კომისია ხელმღვანელობს კოლეგიალობის პრინციპით და საკითხის განხილვისას პრიორიტეტს ანიჭებს სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტის შედგენას.

იურიდიულ  საკითხთა კომისია  საკრებულოს სხვა დარგობრივ კომისიებთან ერთად მუშაობს როგორც საკრებულოს მიერ ინიცირებულ ასევე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ინციატივით შემუშავებულ პროექტებზე.

არსებული კანონმდებლობის და რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ახორციელებს საკრებულოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების კანონდებლობასთან შესაბამისობის უზრნველყოფას,  ზედამხდეველობას უწევს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ საკრებულოს გადაწყვეტილებების აღსრულებას.

დღეის მდგომარეობით იურიდიულ საკითხთა კომისია  მუშაობს საკანონმდებლო წინადადებაზე საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ 30-ე მუხლში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

კომისია ამზადებს ცვლილბების პაკეტს, რომელიც გულისხმობს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებების განხორცილებას.

ჩემი ანგარიშის დასარულს მინდა აღვნიშნო, რომ კარგი იქნებოდა შემოგვეღორეგულარულიგასვლითიშეხვედრებითელავისმოსახლეობასთან, საკითხებისადგილზეგაცნობისმიზნით, რომელიც გაამარტივებდა მოსახლეობის პრობლემების გადაჭრას.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დ. ძნელაძე

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის

ანგარიში 2015 წელს გაწეული მუშაობის შესახებ

   წარმოგიდგენთ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2015 წლის წლიურ ანგარიშს.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისია მუშაობას წარმართავდა  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის    “, საკრებულოს რეგლამენტისა და კომისიის დებულების შესაბამისად.

2015 წელის განმავლობაში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა ჩაატარდა 17-ჯერ. სხდომებს იწვევდა და ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე.  სხდომებზე განხილული იქნა 65 საკითხი. მათ შორის:   ბიუჯეტის პროექტის მომზადების და დამტკიცების შესახებ,  ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების, პრიორიტეტების დოკუმენტის, მუნიციპალური პროგრამების დაფინანსების, კვარტალური და წლიური ანგარიშების, ადგილობრივი გადასახადების და მოსაკრებლების ტარიფების განსაზღვრის, პრივატიზების და სხვათა შესახებ.

კომისიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ბიუჯეტის 2016 წლის პროექტის განხილვა-გაანალიზებას, შემუშავებული იქნა რეკომენდაციები და შენიშვნები. რომელთა ნაწილიც შემდგომ ასახული იქნა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში (მაგ. შენარჩუნებული იქნა 2015 წლის დაფინანსების დონე სოციალურად დაუცველ ერთიან ბაზაში მყოფი ოჯახების  სათბობი შეშით უზრუნველყოფის პროგრამის ხარჯებისათვის, ელექტრო ენერგიის გადასახადის თანადაფინანსების  პროგრამაში ჩართული იქნენ 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვა).

კომისიის მიერ საკითხების შესწავლა და  განხილვა ხდებოდა ქალაქ თელავის მერიის შესაბამისი სამსახურებთან ერთად.  სხდომებზე კომისიის წევრების მხრიდან ფიქსირდებოდა კრიტიკული შენიშვნები და წინადადებები.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისია მჭიდროდ თანამშრომლობდა საკრებულოს სხვა დარგობრივ კომისიებთან. პერიოდულად ტარდებოდა ერთობლივი სხდომები ეკონომიკისა და ქონების  მართვის საკითხთა, სოციალურ, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიებთან ერთად.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისია გარკვეულ ყურადღებას უთმობდა ქალაქ თელავის მოქალაქეთა განცხადებებისა და მომართვების განხილვას და  შესაბამის  გადაწყვეტილების მიღებას. საანგარიშო პერიოდში მხარდაჭერილი იქნა ბევრი საინტერესო ინიციატივა და წინადადება. მათ შორის: კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა მერიის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდული  საბჭოს საინიციატივო ჯგუფის ინიციატივას  ქალაქ თელავის სკვერებსა და ქუჩებში ელენე ახვლედიანის ნახატების მიხედვით დამზადებული ფოტოსურათების განთავსების შესახებ. აღნიშნული ღონისძიების დაფინანსებისათვის  ბიუჯეტიდან  გამოიყო შესაბამისი თანხები.  ამჟამად ელენე ახვლედიანის ნახატების მიხედვით დამზადებული ფოტოსურათები ამშვენებს ქალაქ თელავის ქუჩებს. ასევე, ამავე ახალგაზრდული  საბჭოს საინიციატივო ჯგუფის განცხადების შესაბამისად  დაფინანსდა კომპანია „მარიგოლდის“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ერთობლივი პროექტი „ჩვენ ყველგან ვართ“-ს მიხედვით  ქალაქ თელავში  კიბოთი დაავადებულ ქალბატონების საზოგადოებაში ინტეგრირების, ფსიქოლოგიური დახმარებისა და მათი რეაბილიტაციის ხელისშემწყობი კლუბის გახსნის დღისადმი ჩასატარებელი ღონისძიებები.

ოქტომბერის თვეში ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  მომართა  კახეთის რეგიონში ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ/შიდსის პრევენციის სათათბირომ „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის მსურველთა ანალიზების ხარჯის ნაწილობრივ ანაზღაურების“  თანადაფინანსების შესახებ.

განცხადება განხილული იქნა საკრებულოს  სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ  საქმეთა კომისიასთან ერთად. ერთობლივ სხდომის გადაწყვეტილებით „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის მსურველთა ანალიზების ხარჯის ნაწილობრივ ანაზღაურების“ თანადაფინანსებისათვის შესაბამისი თანხები გათვალისწინებული იქნა  2016 წლის ბიუჯეტის პროექტში.

დეკემბერის თვეში კომისის სხდომაზე განხილული იქნა ქ. თელავის, ქეთევან წამებულის „ბმა ყადორი 7“-ის თავმჯდომარის  ს. ნინიკელაშვილის განცხადება ქალაქ თელავში არსებული ბუნებრივი წყლების ლაბორატორიული კვლევისა და მოვლა-პატრონიბისათვისათვის თანხების გამოყოფის შესახებ.  ქალაქ თელავის ბუნებრივი წყლების ლაბორატორიული შემოწმებისა და აბრების მოსაწყობად 2016  პროგრამულ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა შესაბამისი თანხები.

და ბოლოს, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას იმედს გამოსთქვავს, რომ მიმდინარე წელს მისი საქმიანობა იქნება უფრო მეტად ქმედითი.

ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის

თავმჯდომარე                                                            დ. ძნელაძე

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე დ. ზაქაიძე

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების  კომისიის

ანგარიში  2015 წელს გაწეული მუშაობის შესახებ

 

2015 წელს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების  კომისა მუშაობას წარმართავდა სამუშაო გეგმის შესაბამისად. კომისიის გასული წლის საქმიანობის პრიორიტეტებს მიეკუთვნებოდა ქალაქ თელავის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის საკითხების შესწავლა-განხილვა. კომისია აქტიურად თანამშრომლობდა ქალაქ თელავის მერიის შესაბამის განყოფილებებთან.  იმართებოდა ერთობლივი სხდომები საკრებულოს სხვადასხვა კომისიებთან ერთად.

2015 წლის ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიხედვით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყოფილი იყო 2 927,7 ათ ლარი. მათ  შორის უპირატესობა  ენიჭებოდა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვის, ბინათმშენებლობის ღონისძიებების, გარე-განათების, ქალაქის იერსახის გაუმჯობესების, კეთილმოწყობის ღონისძიებების დაფინანსებას.  დადებითად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში დეტალურად იქნა აღწერილი ინფრასტრუქტურული პროექტები კონკრეტული მისამართების ჩვენებით.

სულ  გასულ წელს კომისიის სხდომა ჩატარებულია  13 ჯერ, განხილულია    24 საკითხი.

კომისიის სხდომებზე სისტემატიურად იხილებოდა აქტუალური საკითხები.  მათ შორის: მიღებული იქნა გარე რეკლამის განთავსების წესი, ბინათმესაკუთეების წესი, ხეების გვარჯის მოვლა-პატრონობის და გადაბელვის წესი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების წარმოდგენილ პროექტში ამხანაგობის მხრიდან თანადაფინანსების  წილი განსაზღვრული იყო 50%, კომისიის აქტიური ჩარევით  წილის ოდენობა შემცირდა 10%-მდე. ასევე კომისიის აქტიურობის შედეგად მოწესრიგდა გივი ჩოხელის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია, მოეწყო გარე განათება, 2016 წლის ბიუჯეტის გათვალისწინებული იქნა  თანხები ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის, ქალაქის ბუნებრივი სასმელი წყლების ლაბორატორიული კვლევისა და შესაბამისი აბრების მოწყობისათვის, ასევე გათვალისწინებულია მოწესრიგდეს გარე განათება   ი. ჭავჭავაძის გამზირის დასასრულიდან ქეთევან წამებულის ქუჩის გადაკვეთამდე.

კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მოქალაქეების მომართვების და განცხადებების განხილვას. გასულ წელს კომისიას მომართეს ქალაქის სამი ქუჩის მაცხოვრებლებმა (ლიონიძის ქუჩის ნახევარმა, რუსთაველის მეორე შესახვევის, შალაურის გზატკეცილის)  მათი ქუჩებისათვის სახელების შეცვლის თაობაზე, საკითხი ცვლილების შესახებ განხილული იქნა კომისიის სხდომაზე, მიღებული   გადაწყვეტილება გადაიგზავნა  სახელდების სახელმწიფო კომისიაში. სახელდების სახელმწიფო კომისიამ   მოახდინა აღნიშნული ქუჩების სახელების ცვლილება.

ასევე, კომისიამ იმუშავა კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხებზე, მოიძია მესაკუთრეების სიები,  აუდიტის დასკვნები და მასალები რეაგირებისათვის გადაუგზავნა შესაბამის სამინისტროს.

კომისიას განცხადებით მომართა რამოდენიმე პიროვნებამ, რომლებიც ითხოვდნენ ტროტუარების გამოყენებას კერძო საკუთრებაში კიბეების მოსაწყობად, რომელთაც ეთქვა უარი. კომისიის ინიციატივით დაიწყო ქ. თელავის მუნიციპალიტეტის ადმინსტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალბების დგომისათვის ადგილების გამოყოფის შესახებ საკითხის მომზადება.გამოიცა საკრებულოს განკარგულება #76 ქ. თელავის მუნიციპალიტეტის ადმინსტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალბების დგომისათვის ადგილების გამოყოფის შესახებ და დაიწყო აღნიშნული განკარგულების აღსრულებაზე კონტროლი.

კომისამ აგრეთვე ურყოფითი გადაწყვეტილება  მიიღო ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ გზაჯვარედინებზე (აღმაშენებლის ქუჩის  და ალაზნის პროსპექტის გადაკვეთაზე, თიბისი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზ) შუქნიშნების მოწყობის თაობაზე. კომისიის აზრით აღნიშნულმა პროექტებმა ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა და განთავსება, გამარტივების ნაცვლად,  გაართულა. ამავე დროს პრობლემები შეექმნათ მიმდებარე ტერიტორიებზე განლაგებულ სავაჭრო ობიექტებს.

კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნდა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულიყო სახსრები მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედების და უპატრონო ძაღლების მოვლა-პატრონობის ხარჯებისათვის. სამწუხაროდ, აღნიშნული ღონისძიებებისათვის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში დაფინანსება არ არის გათვალისწინებული.

მიხედავად დაგეგმილი ღონისძიოებებისა, უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურის და ტერიტორიული დაგეგმარების კუთხით ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გადასაჭრელი. მათ შორის:  დროულად უნდა მოხდეს    ქალაქის სარეკრიაციო ზონების განსაზღვრა, უნდა გამოინახოს სახსრები ქ. თელავში ლესელიძის ქუჩაზე არსებული  ავარიული ორი კორპუსის შესაკეთებლად, ქეთევან წამებულის № 3,5,7,9 კორპუსებიდან გამავალი და ყოფილი სამხედრო ქალაქის კორპუსებიდან შალაურის საზღვართან მდებარე ხევში ჩამდინარე საკანალიზაციის სისტემის მოსაწესრიგებლად.

 

ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტის

საკრებულოს სივრცით ტერიტორიული

დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და

ბუნებრივი რესურსების  კომისიის

თავმჯდომარე                                                                 დ. ზაქაიძე