კატეგორია: კულტურული მემკვიდრეობა

კულტურული მემკვიდრეობა თელავში

მეფის სასახლე

მეფე ერეკლეს სასახლე თელავში ერთადერთია საქართველოში მეფეთა სასახლეებს შორის, რომელმაც მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა პირვანდელი სახე. ძველი ნაგებობებიდან ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია ორი ეკლესია, სასახლე, აბანო და გვირაბი.