შეხვედრა სტუდენტებთან


sss-00

10 თებერვალს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ დაწყებულ პროექტში „მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ მონაწილე სტუდენტებმა ქალაქ თელავის მერთან და ვიცე-მერთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქის საჭიროებებზე და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. მათ წარმოადგინეს პროექტები,რომლებიც ქალაქში ტურისტების მოზიდვას და ქალაქის იერსახეს გაუმჯობესებას ემსახურება.პლატონ კალამახელიძეს თქმით, ახალგაზრდების ჩართულობა ქალაქში მიმდინარე პროცესებში და მათი აზრის გათვალისწინება თელავის მერიისთვის ერთერთი პრიორიტეტული საკითხია.

sss-01 sss-02 sss-03