განათლებისა და დასაქმების გამოფენა ,,მომავალი შენია”


ggg-00

14-15 თებერვალს ბიბერახი-თელავის პარტნიორობის კომიტეტის ინიციატივით განათლებისა და დასაქმების გამოფენა მომავალი შენია გაიმართა.
განათლების გამოფენაში კახეთის 4 მუნიციპალიტეტის: თელავის, გურჯაანის, ყვარლისა და ახმეტის განათლებისა და დასაქმების სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონის ადამიანური რესურსების გაძლიერებას და „ტვინების გადინების“ შეჩერებას, რაც აფერხებს მხარის სოციალურ და კულტურულ განვითარებას.
პროგრამის ფარგლებში გაიმართა გამოფენა რეგიონის წამყვანი საგანამანათლებლო და ბიზნეს სექტორების მონაწილეობით, რომელიც დააკავშირებს განათლების პროვაიდერებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს ერთმანეთთან და ხელს შეუწყობს რეგიონის მდგრად განვითარებას. მასშტაბური გამოფენა,რომელიც თელავის თეატრის ფოიეში მოეწყო,თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ გახსნა.

ggg-01 ggg-02 ggg-03