ფრთები სიცოცხლისთვის – კახეთში მსოფლიო რბენა გაიმართა

სახანძრო მანქანების პრეზენტაცია 10

2015 წლის 3 მაისს ასიათასობით ადამიანი 33 ქვეყნიდან კვლავ გაერთიანდა იმისთვის, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს. კახეთში, ლოპოტის ხეობაში 5 000-მა ადამიანმა ირბინა. საქართველო უკვე მეორედ 33 ქვეყნასთან ერთად, ყველაზე მასშტაბურ, საქველმოქმედო ღონისძიებას მსოფლიო სპორტის ისტორიაში შეუერთდა. 2014 წელს მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან 3 000 ადამიანი დარეგისტრირდა, წლეულს ეს რიცხვი ორი ათასით გაიზარდა, კახეთში 35 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა 600-ზე მეტმა უცხოელმა ირბინა.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. ტრადიციული ფინიშის ხაზის ნაცვლად სპეციალური „ფინიშმანქანა“ იყო, რომელმაც სტარტიდან 30 წუთში დაიწყო სვლა და წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს – 20 კმ/ს – 25 კმ/ს) იმოძრავა. როგორც კი ფინიშ მანქანა გადაასწრებდა მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშებოდა შეჯიბრს. შედეგების კონტროლი ხორციელდებოდა ავსტრიის ქალაქ სპილბერგიდან. ყოველ მე-5 კმ-ზე განთავსებული იყო გამაგრილებელი პუნქტები წყლით და ხილით. მორბენალს, რომელიც შეჯიბრებას გამოეთიშებოდა, უკან, სტარტზე სპეციალური ავტობუსით ბრუნდებოდა. მსოფლიო რბენის შედეგად გამოვლენილ 2 გამარჯვებულს – ერთ ქალს და ერთ მამაკაცს შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ 2016 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევენ. გლობალური ჩემპიონები კი საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო. 57.39 კმ. – ამ მაჩვენებლით წინა შედეგი გააუბჯობესა და კაცებს შორის გამარჯვებული ლაგოდეხელი ანატოლი ოლეინიკოვი მეორედ გახდა. საქართველოში სარბენად ჰოლანდიის გამარჯვებული ქალი ლინდა ვან ვლიეტი ჩამოვიდა. მან ნიდერლანდებში 31, 75, კახეთში 32 კილომეტრი გაირბინა და გამარჯვება კიდევ ერთხელ მოიპოვა. მსოფლიოსთან ერთად კახეთში პოლიტიკოსებმა, სპორტსმენებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა ირბინეს. კახეთში ჩასულ სტუმრებს მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა სპორტის სახეობაში ჩართვა შეეძლოთ. მარათონის პარალელურად ლოპოტის ფერდობზე ფრენბურთის მოედანი მოეწყო, სპორტის მოყვარულებს ბადმინტონისა და ფრიზბის თამაში შეეძლოთ. სპორტი ცოცხალი მუსიკის ფონზე, მთელი დღის მანძილზე ცოცოხალი მუსიკა ისმოდა, რბენის დასრულების შემდეგ კონცერტი გაიმართა. პროექტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
2014 წლის მსოფლიო რბენის შედეგად საქართველოდან ფონდში 100 000 ლარი გადაირიცხა (60 000 ლარი რეგისტრაციებიდან და 40 000 ლარი სპონსორინგიდან), ხოლო მსოფლიოს ყველა რბენიდან სრულად 3 მილიონი ევრო შევიდა, რაც სხვადასხვა კვლევების დაფინანსებას მოხმარდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მსოფლიო რბენაში მონაწილეობას იღებდნენ ქალაქ თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.
კახეთში მსოფლიო რბენაზე დარეგისტრირებული იყო 100-მდე კომპანია, სპორტული კლუბი და სახელმწიფო დაწესებულება. საჯარო რეესტრი მსოფლიოში ყველაზე დიდი გუნდია – მათ გუნდში 501 ადამიანია გაწევრიანებული. მსოფლიოში მეორე ადგილზეა ასევე ქართული გუნდი „კახელები“ 457 მონაწილით.
ღინისძიებას ესწრებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული,  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე  და მერის მოადგილე ლევან ლილუაშვილი.

DSC_1543 DSC_1530 DSC_1505 DSC_1505