ორგანიზაცია „მემკვიდრეობა მომავლისათვის“ ტრენინგ-სემინარი თელავში

DSC_0236

28 მაისს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორგანიზაციამ „მემკვიდრეობა მომავლისათვის“ ტრენინგ-სემინარები ჩაატარა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული სხვადასხვა პროფესიების ადამიანებისთვის. პროექტში განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი საჯარო სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები, რომლებმაც გასვლითი საველე სამუშაოები ჩაატარეს, რის შედეგადაც გამოვლინდა 11 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტი, რომელიც წარდგენილია ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე. როგორც მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მსგავსი პროექტები არის მნიშვნელოვანი სტიმული სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც, რადგან ექსპედიცია იყო ძალიან ნაყოფიერი.

DSC_0227 DSC_0228 DSC_0231