თელავში თამაზ ანთაძის იუბილე აღინიშნა

DSC_3452

31 მაისს გამოჩენილი ქართველი ხელბურთელისა და სპორტის მოღვაწის, თამაზ ანთაძის ხსოვნის დღე გაიმართა თელავში, სპორტთამაშების დარბაზში. 1 ივნისს თამაზ ანთაძის დაბადებიდან 80 წელი შესრულდა. თამაზ ანთაძისადმი მიძღვნილ მეგობრულ მატჩს ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, საკრებულოს თავჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

თბილისის ,,ქარიშხალას” პირველი კაპიტნის ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ თელავთანაა დაკავშირებული. ანთაძის ინიციატივით აშენდა აქ სპორტთამაშების დარბაზი და საჩოგბურთო კორტები, დაფუძნდა ხელბურთის მძლავრი კერა და კლუბი, რომელმაც არაერთი ხელბურთელი გაუზარდა საქართველოს ნაკრებს.

DSC_3458 11281621_1118986128115636_1371647968_o 11293497_1118985901448992_1117997830_o i_fc5886d34731b24d79871f0d1c5d24dd_1433176340042095_0