საზაფხულო ფესტივალი ,,წიგნი და მუსიკა” თელავში

11112546_632324380237718_7396896941231607758_o

10 ივლისს, თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში საზაფხულო ფესტივალი ,,წიგნი და მუსიკა” გაიმართა. მოქალაქეებს, შესაძლებლობა ქონდათ დიდი ფასდაკლებით შეეძინათ სხვადასხვა გამომცემლობის მიერ წარმოდგენილი წიგნები. ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობდნენ პოეტი ლია ლიქოკელი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე, მუსიკალური ჯგუფები ,,the bearfox” და ,,blue sun”.

ფესტივალის ორგანიზატორია ,,ქართული წიგნის ინსტიტუტი. ფესტივალი გაიმართა თელავის მერიისა და ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მხარდაჭერით.
ღონისძიებას ესწრებოდა ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე. საკრებულოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ის ხელს უწყობს წიგნიერების დონის ამაღლებას და კითხვის პოპულარიზაციას.

11312826_632324200237736_130606830047713778_o 11402520_632324413571048_6944480330242650518_o