უკრაინის ხალხური და თანამედროვე მუსიკის ანსამბლი თელავში

11419315_1607051809579736_4995090677082062397_o

11 ივლისს, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში უკრაინის ხალხური და თანამედროვე მუსიკის ანსამბლმა ვიტალი ბოლგარის ხელმძღვანელობით კონცერტი გამართა, სადაც უკრაინული ფოლკლორი და თანამედროვე მუსიკა გაჟღერდა, დირიჟორი – ლაურისა დენისუკი.
ღონისძიებაში მონაწილეობას მერიის კულტურის ცენტრის ქალთა ფოლკლორული ანსამბლი და მეორე სამუსიკო სკოლის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ალალე” იღებდნენ. ღონისძიებას ესწრებოდა თელავის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი.
მხარდამჭერი თელავის მერია

DSC_4604 DSC_4608 DSC_4608 DSC_4608