ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგარეშე სხდომა

11756701_757639567680217_1040388065_o
2015 წლის 15 ივლისს  მოწვეული იქნა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგარეშე სხდომა . სხდომის მოწვევის მიზანი იყო ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირზე №24 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებული სახურავის შეკეთებისათვის საჭირო სარეაბილიტაციო სამუშაოების ასახვა შესყიდვების წლიურ გეგმაში. სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამარტივებულ შესყიდვას.

11756946_757639581013549_321923285_o