ქალთა საერთაშორისო ტურნირი- ,,Telavi Open”

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

14–20 სექტემბერს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის და ევროპის ჩოგბურთის ასოციაციის ეგიდით ქალაქ თელავში ჩატარდა ქალთა საერთაშორისო ტურნირი 10,000 ამერიკული დოლარის საპრიზო ფონდით. ტურნირის მასპინძელი იყო თელავის სასპორტო გაერთიანება. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 15 ქვეყნის 32 მონაწილემ, მათ შორის ქართველმა სპორტსმენებმა. ტურნირი გაიმართა ერთეულთა და წყვილთა თანრიგში, ერთეულთა თანრიგში
გამარჯვებული ეკატერინე გორგოძე გახდა, ხოლო წყვილთა თანრიგში სომეხი და რუსი
სპორტსმენების წყვილმა გაიმარჯვა. ერთეულთა თანრიგში ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ სომეხი სპორტსმენი სამ სეტიან ბრძოლაში დაამარცხა, პირველი სეტი ქართველმა სპორტსმენმა 7-5 ანგარიშით დათმო, მეორე სეტში ადვილად დაამარცხა მეტოქე ანგარიშით 6-2, ხოლო მესამე სეტი კვლავ ეკატრინე გორგოძის გამარჯვებით , ანგარიშით 6-2 დასრულდა.გამარჯვებულებს ჯილდოები ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა გადასცეს.

12034254_666722243464598_5747758544063066704_o 12046658_666722250131264_2786407062834730037_n 12010623_666722320131257_6027182938341958813_o