თელავში ოზურგეთის თეატრის გასტროლი დასრულდა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა 30 წლიანი პაუზის შემდეგ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში სპექტაკლით ,,ანტიგონე” თავისი საგასტროლო ტურნე დაასრულა. ქალაქ თელავის ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა ოზურგეთის თეატრს მადლობა გადაუხადა წარმატებული გასტროლისთვის და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ღონისძიებას ქალაქ თელავის საკრებულოს თავჯდომარე არჩილ თხლაშიძე, მერის მოადგილე ლევან ლილუაშვილი და კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი ესწრებოდნენ. ოზურგეთის თეატრი თელავს პირველ ოქტომბერს ეწვია, გასტროლის ფარგლებში გაიმართა ხუთი სპექტაკლი: ,,მაკბეტი”,,ჯადოსნური ზღაპარი”,,ჭკვიანი გიჟები”,,აურზაური არაფრის გამო” და ,,ანტიგონე”.

12034254_666722243464598_5747758544063066704_o