ყოველი დღე თელავის დასუფთავების სამსახურში

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ ლეგიტიმაციის პირველივე დღეებიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა გამოაცხადა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ კუთხით უკვე გადაიდგა. კერძოდ: კორპუსებში ეტაპობრივად დაიწყო ე.წ. ბუნკერების დახურვა, რომელიც ანტისანიტარიის წყაროს წარმოადგენს, პარალელურად ასეთ უბნებში განთავსდა ლითონის ბუნკერები, საიდანაც ნაგვის გატანა ინტენსიურად ხდება. აღსანიშნავია, რომ მერიამ 90 ახალი ბუნკერის შეძენეზე 80 000 ლარი დახარჯა. იმისათვის, რომ ქალაქის ქუჩებიდან ნაგავი ინტენსიურად იქნეს გატანილი მერიამ დამატებით 6 ახალი ნაგავმზიდი შეიძინა, ჯამში 135 389 ლარის ღირებულების.  თელავი ზამთარსაც მომზადებული შეხვდა, ახალი თოვლის საწმედი მანქანა პარალელურად ტექნიკური მარილის დასაყრელადაც გამოიყენება, მის შესაძენად 75 997 ლარი დაიხარჯა. მერიამ ასევე შეიძინა ექსკავატორი და ე.წ. ამწე კალათიანი მანქანა, სულ 116 640 ლარის ღირებულების.

ქალაქის კეთილმოწყობისთვის თელავის მერიამ ჯამში 328 000 ლარის ღირებულების ტექნიკა შეიძინა. დასაფასებელია, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლების შრომა, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ თელავის სისუფთავესა და კეთილმოწყობაზე.

12034254_666722243464598_5747758544063066704_o 12034254_666722243464598_5747758544063066704_o