გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა № 1

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

 

ქალაქ თელავის

მუნიციპალიტეტის საკრებულო

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა   № 1

 

 

15  იანვარი  2016წ.

ქ. თელავი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2016 წლის

სოციალური პროგრამების დამტკიცების

 შ ე ს ა ხ ე ბ 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

მუხლი 1. დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში 2016 წელს განსახორციელებელი შემდეგი სოციალური პროგრამები.

  1. ,,მრავალშვილიანი ოჯახებისა და სოციალურად  დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა“ განისაზღვროს 70 000 ლარით და ჩამოყალიბდეს დანართი #1-ის შესაბამისად;
  2. ,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულთა შვილების დახმარების პროგრამა“ განისაზღვროს 4 800 ლარით და ჩამოყალიბდეს დანართი #2-ის შესაბამისად;
  3. ,,მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ, (სამაჩაბლო-აფხაზეთი) დევნილ და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების პროგრამა“ განისაზღვროს 5 000 ლარით და ჩამოყალიბდეს დანართი #3-ის შესაბამისად;
  4. ,,სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარების პროგრამა“ განისაზღვროს 20 000 ლარით და ჩამოყალიბდეს დანართი #4-ის შესაბამისად;
  5. ,,ეკონომიურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა“ განისაზღვროს 103 000 ლარით და ჩამოყალიბდეს დანართი #5-ის შესაბამისად;
  6. ,,სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოქალაქეებისათვის სათბობი შეშის შესაძენად დაფინანასებისა და ერთჯერადი ფინანსური დახმარების  პროგრამა“ განისაზღვროს 274 700 ლარით და ჩამოყალიბდეს დანართი #6-ის შესაბამისად;

  1. ,,ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების პროგრამა“ განისაზღვროს 33 000 ლარით და ჩამოყალიბდეს დანართი #7-ის შესაბამისად;

მუხლი    2.  განკარგულება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე;

მუხლი 3.  განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში  მისი ძალაში შესვლიდან ერთი  თვის ვადაში (ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის ქ. #41).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                    არჩილი   თხლაშიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი #1

მრავალშვილიანი ოჯახებისა  და  სოციალურად  დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა

 

  1. პროგრამის განხორციელება: 2016 წელი.
  2. პროგრამის საანგარიშო წლის ბიუჯეტი: 70 000 ლარი.
  3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
  4. მრავალშვილიან ოჯახებში, სადაც 18 წლამდე 4 და მეტი ბავშვია, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად გაიცეს ფინანსური დახმარება 30 ლარის ოდენობით. ასეთი ოჯახების ყოველთვიური სავარაუდო რაოდენობა შეადგენს 25-ს, ხოლო ბავშვების ყოველთვიური სავარაუდო რაოდენობა შეადგენს 109-ს.
  5. ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარება გაიცეს ერთჯერადად შემდეგი სახით:

ა. ყოველ სოციალურად დაუცველ ოჯახში, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება                  57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ქულას, პირველ ახალშობილზე გაიცეს ფინანსური დახმარება  200 ლარის ოდენობით, მეორე ახალშობილზე – 250 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ახალშობილზე – 300 ლარის ოდენობით;

ბ. ყოველ სოციალურად დაუცველ ოჯახში, რომლის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია        57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ქულის ზემოთ 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ქულის ჩათვლით,  პირველ ახალშობილზე გაიცეს ფინანსური დახმარება 150 ლარის ოდენობით,  მეორე ახალშობილზე –  200 ლაროს ოდენობით, ხოლო მესამე ახალშობილზე – 250 ლარის ოდენობით;

გ. ყოველ სოციალურად დაუცველ ოჯახში, რომლის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია   65 000 (სამოცდახუთი ათასი) ქულის ზემოთ 100 000 (ასი ათასი) ქულის ჩათვლით, პირველ ახალშობილზე გაიცეს ფინანსური დახმარება 100 ლარის ოდენობით, მეორე ახალშობილზე –  150 ლაროს ოდენობით, ხოლო მესამე ახალშობილზე – 200 ლარის ოდენობით.

 

 

 

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                        არჩილი თხლაშიძე

 

 

 

 

 

 

დანართი #2

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში

დაინვალიდებულთა შვილების დახმარების

პროგრამა

 

  1. პროგრამის განხორციელება: 2016 წელი.
  2. პროგრამის საანგარიშო წლის ბიუჯეტი: 4 800 ლარი.
  3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
  4. 4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულთა შვილების დახმარების პროგრამის ფარგლებში, 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად გაიცეს ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით. ასეთი ბავშვების რაოდენობა შეადგენს 2-ს.

 

 

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                        არჩილი თხლაშიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი #3

 

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული

მთლიანობისათვის მებრძოლ, (სამაჩაბლო-აფხაზეთი)დევნილ

და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო

მომსახურების დაფინანსების პროგრამა

 

 

 

  1. პროგრამის განხორციელება: 2016 წელი.
  2. პროგრამის საანგარიშო წლის ბიუჯეტი: 5 000 ლარი.
  3. პროგრამის დაფინანსების წყაროები:

    ა. დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხიდან  2 000 ლარი.

    ბ.  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან: 3 000 ლარი.

  1. 4. ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ, (სამაჩაბლო-აფხაზეთი) დევნილ და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით ყოველი გარდაცვლილის ოჯახზე გაიცეს ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით.

 

 

 

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                    არჩილი თხლაშიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი #4

სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარების პროგრამა

  1. პროგრამის განხორციელება: 2016 წელი.
  2. პროგრამის საანგარიშო წლის ბიუჯეტი: 20 000 ლარი.
  3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
  4. 4. ზემოაღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს: საერო და რელიგიური დღესასწაულებისთვის სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების, საჩუქრების გაცემასა და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობას.
  5. პროგრამით მოსარგებლე პირთა (მომხმარებელთა) კატეგორია:

ა. მრავალშვილიანი დედები;

ბ. უდედმამო ბავშვები;

. 100 წელს გადაცილებული მოხუცები;

დ. შეზღუდული შესალებლობების მქონე პირები (მათ შორის 18 წლამდე სტატუსის არმქონე შშმ პირები);

ე. ომის მონაწილეები;

. მარტოხელა დედები;

ზ. იძულებით გადაადგილებული პირები;

თ. სოციალურად დაუცველი ოჯახები;

ი. მარჩენალდაკარგული ოჯახები.

 

 

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                 არჩილი თხლაშიძე

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი #5

 

ეკონომიურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო

მომსახურების  თანადაფინანსების პროგრამა

 

  1. პროგრამის განხორციელება: 2016 წელი.
  2. პროგრამის საანგარიშო წლის ბიუჯეტი: 103 000 ლარი. საიდანაც 100 000 ლარი განკუთვნილია სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების ღირებულებების დაფინანსებისათვის, ხოლო 3 000 C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის მიზნით, ანალიზების ხარჯების თანადაფინანსებისათვის.
  3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
  4. ზემოაღნიშნული პროგრამის მიზანია ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ეკონომიურად გაჭირვებული ადამიანების სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების ღირებულების დაფინანსება ან თანადაფინანსება, ასევე C ჰეპატიტის ელიმინაციისათვის ანალიზების ხარჯების თანადაფინანსება, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების დახმარების გაწევის კომისია.
  5. პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარების აღმოჩენა მოხდეს წლის განმავლობაში ერთჯერადად, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში განმეორებითი ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების დახმარების გაწევის კომისია“.
  6. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს, მედიკამენტების დაფინანსება მოხდეს 200 ლარის ფარგლებში, ხოლო C ჰეპატიტის ელიმინაციისათვის ანალიზების ხარჯების თანადაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს – 100 ლარს.

აკრებულოს თავმჯდომარე                                                                       არჩილი თხლაშიძე

 

 

 

 

 

 

 

დანართი #6

 

სოციალურად  დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოქალაქეებისათვის

სათბობი შეშის შესაძენად  დაფინანასებისა და

ერთჯერადი ფინანსური დახმარების 

პროგრამა

 

  1. პროგრამის განხორციელება: 2016 წელი.
  2. პროგრამის საანგარიშო წლის ბიუჯეტი: 274 700 ლარი, საიდანაც 233 700 ლარი განკუთვნილია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოქალაქეებისათვის სათბობი შეშის შესაძენად დაფინანასების პროგრამისათვის, ხოლო 41 000 ლარი – სოციალურად  დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოქალაქეების ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამისათვის.
  3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
  4. პროგრამის ფარგლებში ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოქალაქეებისათვის სათბობი შეშის შესაძენად ფინანსური დახმარება წლის განმავლობაში გაიცეს ერთჯერადად შემდეგი სახით:

ა.  პროგრამით მოსარგებლე სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფ იმ მოქალაქეებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ჩათვლით, გაიცეს  ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით;

ბ. პროგრამით მოსარგებლე სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფ იმ მოქალაქეებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ქულის ზემოთ          65 000 (სამოცდახუთი ათასის) ქულის ჩათვლით, გაიცეს  ფინანსური დახმარება 150 ლარის ოდენობით;

გ. პროგრამით მოსარგებლე სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფ იმ მოქალაქეებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ქულის ზემოთ 100 000 (ასი ათასი) ქულის ჩათვლით, გაიცეს ფინანსური დახმარება 100 ლარის ოდენობით.

  1. სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოქალაქეების ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ქულას, გაიცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება წლის განმავლობაში 50 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებითი ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემაზე გამონაკლის შემთხვევებში გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების დახმარების გაწევის კომისია.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   არჩილი თხლაშიძე

 

 

 

 

 

 

დანართი #7

 

ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების პროგრამა

 

  1. პროგრამის განხორციელება: 2016 წელი.
  2. პროგრამის საანგარიშო წლის ბიუჯეტი: 33 000 ლარი.
  3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
  4. ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ელექტროენერგიის თანადაფინანსება განხორციელდეს შემდეგნაირად:

       ა. სოციალურად დაუცველი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების, მათ შორის 18 წლამდე ასაკის ბავშვების ოჯახებზე ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსება,  თითოეულ ოჯახზე 8 ლარის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი არ არის სოციალურად დაუცველი და განიცდის მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას, პროგრამაში ჩართვის მიზნით საჭიროა წარმოადგინოს მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ეკონომიური მდგომარეობის შესახებ;

        ბ. მარჩენალდაკარგულ ოჯახებზე ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსება,  თითოეულ ოჯახზე  8  ლარის  ფარგლებში;

        გ. იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსება,  თითოეულ ოჯახზე  8  ლარის  ფარგლებში;

        დ. მრავალშვილიან ოჯახებზე, სადაც 18 წლამდე  4  ბავშვია,  ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსება 8 ლარის ფარგლებში, ხოლო ოჯახში, სადაც 18 წლამდე 4–ზე მეტი ბავშვია, ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსება 12 ლარის ფარგლებში;

        ე. მარტოხელა დედებზე ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსება 8 ლარის ფარგლებში.

 

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     არჩილი  თხლაშიძე

 

 

     

    

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

განკარგულება N1-15.01.16  2016 წლის სოცილური პროგრამების დამტკიცების სესახებ