გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა № 8

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

 

 

ქალაქ თელავის

მუნიციპალიტეტის საკრებულო

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა   № 8

 

 

5    თებერვალი   2016 წ.

ქ. თელავი

 

„ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2016 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის

15 იანვრის 1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის

თაობაზე

საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63–ე მუხლის  შესაბამისად,

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2016 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის №1 განკარგულებაში.

  1. განკარგულების დანართი №5 ,,ეკონომიურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა“ ჩამოყალიბდეს დანართი №1-ის შესაბამისად;
  2. განკარგულებას დაემატოს დანართი №8 „დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირთა ტრანსპორტირების დაფინანსების პროგრამა“ და ჩამოყალიბდეს დანართი №2-ის შესაბამისად;

 მუხლი    2.     განკარგულება   ძალაშია  ხელმოწერისთანავე;

 მუხლი 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში  მისი ძალაში შესვლიდან ერთი  თვის ვადაში (ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის ქ. №41).

  საკრებულოს თავმჯდომარე                                                                  არჩილი     თხლაშიძე

 

 

 

 

 

დანართი #1

ეკონომიურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო                                                         მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა

 

  1. პროგრამის განხორციელება: 2016 წელი.

2.პროგრამის საანგარიშო წლის ბიუჯეტი: 98 000 ლარი, საიდანაც 95 000 ლარი განკუთვნილია სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების ღირებულებების დაფინანსებისათვის,  ხოლო  3 000  C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის მიზნით, ანალიზების ხარჯების თანადაფინანსებისათვის.

  1. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
  2. ზემოაღნიშნული პროგრამის მიზანია ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ეკონომიურად გაჭირვებული ადამიანების სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების ღირებულების დაფინანსება ან თანადაფინანსება, ასევე C ჰეპატიტის ელიმინაციისათვის ანალიზების ხარჯების თანადაფინანსება, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებსქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების დახმარების გაწევის კომისია.

5.პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარების აღმოჩენა მოხდეს წლის განმავლობაში ერთჯერადად, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში განმეორებითი ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებასიღებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების დახმარების გაწევის  კომისია“.

  1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს, მედიკამენტების დაფინანსება მოხდეს 200 ლარის ფარგლებში, ხოლო C ჰეპატიტის ელიმინაციისათვის ანალიზების ხარჯების თანადაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს – 100 ლარს.

 

 

 

      საკრებულოს თავმჯდომარე                                                             არჩილი თხლაშიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი #2

 

დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირთა                                     ტრანსპორტირების დაფინანსების პროგრამა

 

  1. პროგრამის განხორციელება: 6 თვე.
  2. პროგრამის საანგარიშო წლის ბიუჯეტი: 5 000 ლარი.
  3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
  4. პროგრამის მიზანია თირკმელის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულ პირთა ტრანსპორტირების დაფინანსება, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო პროგრამაში – დიალიზი და თირკმელის ტრანსპლანტაცია.
  5. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციართა ტრანსპორტირებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა მოხდეს ყოველთვიურად 50  ლარის  ოდენობით. ასეთი პირების ყოველთვიური სავარაუდო რაოდენობა შეადგენს 16-ს.

 

 

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   არჩილი  თხლაშიძე

 

 

     

    

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

განკარგულება N8-5.02.16 სოციალურ პროგრამებში ცვლილება