დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №3

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

 

 

 

 

ქალაქ თელავის

მუნიციპალიტეტის საკრებულო

 

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა   №3

15  იანვარი  2016 წ.

ქ. თელავი

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 03 აპრილის №16 დადგენილებაში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა  და  ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობების განვითარების  ხელშეწყობის  განსახორციელებლად

 გათვალისწინებული  თანხების განკარგვის  წესის  დამტკიცების  შესახებ“  

  ცვლილების შეტანის თაობაზე

     „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.   შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 03 აპრილის №16 დადგენილებაში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა  და  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების  ხელშეწყობის  განსახორციელებლად გათვალისწინებული  თანხების განკარგვის  წესის  დამტკიცების  შესახებ“ www.matsne.gov.ge, 08/04/2015, 010250020.35.176.016075).

  1. დადგენილებით დამტკიცებული  წესის II თავის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  2. განცხადებას  თან  უნდა  ერთვოდეს:

ა)  მერიის  მიერ  გაცემული  ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობის  აღრიცხვის  ფურცლის   ქსერო-ასლი;

ბ) ამხანაგობის  მიერ  შერჩეული,  მომსახურე  ორგანიზაციის/მეწარმე  სუბიექტის  მიერ მომზადებული დეფექტური  აქტის  ან/და  შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის  დედანი, რომელიც შედგენილი უნდა იყოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით, რესურსული მეთოდისა და საბაზრო ფასების გამოყენებით.

 

მუხლი 2.   დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                             არჩილი თხლაშიძე

 

     

    

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

დადგენილება N3- 15 01. 2016 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესში ცვლილება