დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №8

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

 

 

 

 

   

ქალაქ თელავის

მუნიციპალიტეტის საკრებულო

 

 

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა   №8

 

 

5   თებერვალი  2016 წ.

ქ. თელავი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ადგილობრივი

 (ქონების) გადასახადის შემოღების

 შ ე ს ა ხ ე ბ

 

        საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 93–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე–7 და 204–ე მუხლებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 

მუხლი 1. შემოღებულ იქნეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი.

მუხლი     2.  ადგილობრივი (ქონების) გადასახადის  განაკვეთები  განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №12 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ (www.matsne.gov.ge , 04/03/2015, 200230000.35.176.016071).

მუხლი     4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საკრებულოს თავჯდომარე                                                                      არჩილი  თხლაშიძე

 

 

 

 

დანართი 

 

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

  1. დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს:

  საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 %. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება(გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

 .   2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

 .   2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

 .   2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

 .   იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

  1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 %.

   სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 %.

  1. 3. რეზიდენტი საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს. ამასთან:

. არარეზიდენტი საწარმოსათვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და არამატერიალური აქტივების (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით, ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს.

. ფიზიკური პირისათვის: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობებისა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე) – დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და შეადგენს:

.) 40000 ლარიდან 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს;

.) 100000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,9 %-ს.

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე შეადგენს:

 სახნავისთვის (მათ შორის:მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის: 86 ლარს.

  1. 5. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვ.მ-ზე განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გადასახადის საბაზისო განაკვეთის რომელიც ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 0,24 ლარს/ შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე გადამრავლებით, რომელიც შეადგენს:

ა) ცენტრალურ ზონაში- 1,3

ბ) შუალედურ ზონაში- 1

გ) პერიფერიულ ზონაში- 0,7.

  1. 6. მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ქალაქ თელავის ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიან და საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
  2. 7. ქალაქ თელავის მერიამ უზრუნველყოს ქონების გადასახადის დაბეგვრის მიზნებისათვის შესაბამისი ინფორმაციის დადგენილი წესით წარდგენა.

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   არჩილი თხლაშიძე

    

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

დადგენილება N8- 05 02. 2016 ადგილობრივი ქონების  გადასახადი