მუსიკალური კონკურსი

თემა: ,,სიმღერა თელავზე“.

          კონკურსის მიზანი: თელავის პოპულარიზაცია, თელავზე ისეთი სიმღერის შექმნა, რომელიც იქნება თელავის ჰიმნი, ადვილად დასამახსოვრებელი და პოპულარული მოსახლეობაში.

ჟანრი: სიმღერა.

საკონკურსო ჟიური და დაჯილდოვების ცერემონიალი:

ნამუშევრებს შეაფასებს მოწვეული კომპეტენტური ჯიური.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი (შესრულებული) უნდა იყოს  საკონკურსოდ შემოსული ყველა სიმღერა.

გამარჯვებული  სიმღერის საპრიზო ფონდიაა   7 000 ლარი. აქედან 1 000 ლარი გადაეცემა ტექსტის ავტორს, 1 000 ლარი მუსიკის ავტორს, ხოლო 5 000 ლარი განკუთვნილია სიმღერის  აუდიოვერსიის ჩასაწერად.

კონკურსის ყველა მონაწილე მიიღებს სიგელს და სამახსოვრო საჩუქარს.

მოწვეული სტუმრები: ადგილობრივი ხელისუფლების, უნივერსიტეტის, კოლეჯის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საჯარო სკოლების, სამუსიკო სკოლების და სამუსიკო სასწავლებლის, აგრეთვე სამოქალაქო სექტორის და თელავის ინტელიგენციის  წარმომადგენლები.

კონკურსის ორგანიზატორია თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც შეუძლია სიმღერის ტექსტის და მუსიკის დაწერა;

თითოეულ  კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაწარმოების წარმოდგენა;

განაცხადს თან უნდა ერთვოდეს: განმცხადებლის გვარი, სახელი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია;

განცხადებები მიიღება 2016 წლის 22 მარტიდან   2016 წლის 20 მაისის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა, თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მისამართი: ერეკლე II-ის გამზირი #16, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური,  ან ელექტრონულ მისამართზე: telavis-kulturissamsaxuri@mail.ru.

საკონკურსო განაცხადი უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგი სახით: სიმღერის ტექსტი დაბეჭდილი უნდა იყოს A4 ფორმატის ფურცელზე, ბეჭდური სახით ან ელექტრონულ ფორმატით (შრიფტი sylfaen, ზომა 12), ხოლო მუსიკა წარმოდგენილი უნდა იყოს ნოტებით, აგრეთვე აუდიოვერსიის სახით.

საკონტაქტო ტელეფონი: 0350 27 23 08.