გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა № 12

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

 

 

ქალაქ თელავის

მუნიციპალიტეტის საკრებულო

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა   № 12

 

 

9    მარტი   2016 წ.

ქ. თელავი

 

„ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2016 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის 1 განკარგულებაში

ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63–ე მუხლის  შესაბამისად,

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2016 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის №1 განკარგულებაში.

  1. განკარგულების დანართი №4 ,,სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარების პროგრამა“ ჩამოყალიბდეს დანართი №1-ის შესაბამისად;
  2. განკარგულების დანართი №7 ,,ელექტეროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების პროგრამა“ ჩამოყალიბდეს დანართი №2-ის შესაბამისად.

მუხლი    2.     განკარგულება   ძალაშია  ხელმოწერისთანავე;

 მუხლი 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში  მისი ძალაში შესვლიდან ერთი  თვის ვადაში (ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის ქ. №41).

  საკრებულოს თავმჯდომარე                                                                  არჩილი     თხლაშიძე

 

 

 

დანართი #1

 

 

სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარების პროგრამა

  1. პროგრამის განხორციელება: 2016 წელი.
  2. პროგრამის საანგარიშო წლის ბიუჯეტი: 20 000 ლარი.
  3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
  4. 4. ზემოაღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს: საერო და რელიგიური დღესასწაულებისთვის სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების, საჩუქრების გაცემასა და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობას.
  5. პროგრამით მოსარგებლე პირთა (მომხმარებელთა) კატეგორია:

ა. მრავალშვილიანი დედები;

ბ. უდედმამო ბავშვები;

. 100 წელს გადაცილებული მოხუცები;

დ. შეზღუდული შესალებლობების მქონე პირები (მათ შორის 18 წლამდე სტატუსის არმქონე შშმ პირები);

ე. ომის მონაწილეები;

. მარტოხელა მშობლები (მარტოხელა დედა ან მარტოხელა მამა);

ზ. იძულებით გადაადგილებული პირები;

თ. სოციალურად დაუცველი ოჯახები;

ი. მარჩენალდაკარგული ოჯახები.

 

 

 

 

      საკრებულოს თავმჯდომარე                                                             არჩილი თხლაშიძე

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი #2

 

 

ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების პროგრამა

 

  1. პროგრამის განხორციელება: 2016 წელი.
  2. პროგრამის საანგარიშო წლის ბიუჯეტი: 33 000 ლარი.
  3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
  4. ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ელექტროენერგიის თანადაფინანსება განხორციელდეს შემდეგნაირად:

       ა. სოციალურად დაუცველი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების, მათ შორის 18 წლამდე ასაკის ბავშვების ოჯახებზე ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსება,  თითოეულ ოჯახზე 8 ლარის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი არ არის სოციალურად დაუცველი და განიცდის მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას, პროგრამაში ჩართვის მიზნით საჭიროა წარმოადგინოს მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ეკონომიური მდგომარეობის შესახებ;

        ბ. მარჩენალდაკარგულ ოჯახებზე ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსება,  თითოეულ ოჯახზე  8  ლარის  ფარგლებში;

        გ. იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსება,  თითოეულ ოჯახზე  8  ლარის  ფარგლებში;

        დ. მრავალშვილიან ოჯახებზე, სადაც 18 წლამდე  4  ბავშვია,  ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსება 8 ლარის ფარგლებში, ხოლო ოჯახში, სადაც 18 წლამდე 4–ზე მეტი ბავშვია, ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსება 12 ლარის ფარგლებში;

        ე. მარტოხელა მშობლებზე (მარტოხელა დედა ან მარტოხელა მამა) ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსება 8 ლარის ფარგლებში.

 

 

 

 

 

 

   

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     არჩილი  თხლაშიძე

 

 

     

    

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

განკარგულება N12 -9.03.16 სოც. პროგრამებში ცვლილება