ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გ. ემინაშვილი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  „ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის“  2015  წელს გაწეული  მუშაობის

 

ა ნ გ ა რ ი შ ი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ“,  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განიხილა მის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვaდასხვა საკითხები. კომისია მოქმედებდა საქართელოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“, საკრებულოს რეგლამენტისა და კომისიის დებულების შესაბამისად. კომისია სისტემატურად განხილვაზე იწვევდა ქალაქ თელავის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს, განიხილავდა და სწავლობდა წარმოქმნილ პრობლემებს. კომისიის წევრების მხრიდან ფიქსირდებოდა შენიშვნები და წინადადებები.

სულ, „ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ“ 2015 წლის იანვარი–დეკებრის პერიოდში ჩაატარა 17 სხდომა და განიხილა 63 საკითხი.

კომისიამ ასევე განიხილა 4 (ოთხი) წერილი, კერძოდ:

  1. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავჯდომარის ქალბატონ ეკატერინე სისაურის 2015 წლის 20 ივლისის N5/43874 წერილი (ალაზნის გამზირზე მდებარე 17716 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის (უძრავი ქონების) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ (სპორტ. სასახლის ასაშენებლად);
  2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილის წერილი (N08/3143, 13/10/2015წ.) ახალგაზრდული ცენტრის ასაშენებლად;
  3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2015 წლის 30 სექტემბრის N2156635 და N 156424 წერილები რმლებიც ეხებოდა ჭავჭავაძის გამზირზე N8–ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 20.36.370 (სახანძროს შენობა)) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
  4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ბატონი ნოდარ ხადურის წერილი (N08–02/87072, 14/08/2015წ.) კოოპერატიული ბინათმშენებლობის შესახებ. კომისიაზე მოწვეული იყვნენ კოოპერატიული ბინათმშენებლობის თავჯდომარეები და წევრები (ოქმი N12, 20/08/2015წ.);

გარდა ამისა, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიამ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ და „სოცოალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის“ თავჯდომარეებთან ერთად არაერთხელ მოახდინა ბაგა–ბაღებში 2015 წელს მიმდინარე რეაბილიტაციის მონიტორინგი, სადაც არაერთხელ გამოავლინა სხვადასხვა სახის დარღვევები, მაგ: 17/09/2015 წელს, ერთ–ერთი ასეთი მონიტორინგის დროს კომისიის მხრიდან მოხდა მომენტალური რეაგირება. 2015 წლის 18 აგვისტოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში „ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანების“ თავჯდომარის ქალბატონ თეონა მიქელაძესთან და N2,6,7,9 ბაღების დირექტორებთან ერთად გაიმართა შეხვედრა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან სადაც მკაცრად მოეთხოვათ მათ ხარისხიანად და დროულად შეესრულებინათ მათზე დაკისრებული ვალდებულებები;

21/10/2015 წელს N2 და N6 ბაგა–ბაღებში მოხდა შემოწმება–გახსნა პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან ბატონ გელა სამხარაულთან, ქალაქის მერთან და ვიცე–მერთან ერთად.

04/11/2015 წ. კომისის ხელმძღვანელის ინიციატივით მოხდა შეხვედრა  ქ. თელავის კარატეს სპ. კლუბ „აშიგარუს“ თავჯდომარეს ბატონ ნოდარ იუკურიძის  და ბატომ პლატონ კალმახელიძეს შორის. სხვადასხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა კლუბისთვის ჭიდაობის სპ.სკოლაში სავარჯიშო ფართის გამოყოფის შესახებ, რაზეც მერის მხრიდან იქნა მოწონებული და პირობა მიცემული;

ჩვენი კომისიის თვითოეული წევრის, ასევე თავჯდომარის მიერ მოხდა არაერთი ინიციატივის და რეკომენდაციის ინიცირება როგორც კომისის და ბიუროს სხდომებზე, ასევე საკრებულოს სხდომებზე.

ჩემი დიდი ხნის მოთხოვნის შემდეგ  დაიწყო ჭიდაობის სპორტული სკოლის რეაბილიტაცია და 2016 წლის ბიუჯეტში გამოიყო თანხები გათბობის დასამონტაჟებლად.

კომისიამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ერთობლივი სხდომები გამართა „საფინანსო–საბიუჯეტო“ და „სივრცითი – ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების“  საქმეთა კომისიებთან. სულ ასეთი სხდომა ჩატარდა 9 (ცხრა) ჯერ. კომისია ასევე აქტიურად იყო ჩართული 2016 წლის ბიუჯეტის განხილვაში რის დროსაც კომისიის წევრებმა არაერთი შენიშვნა და ინიციატივა წამოაყენეს.

ინიციატივები და რეკომენდაციები:

  1. ჩემი ინიციატივით მოხდა რუსთაველის გამზირის მოსახლეობის ხელმოწერების (სულ 100 ხელმოწერა) შეგროვება, რის საფუძველზეც მოხდა 2016 წლის ბიუჯეტში ინიცირება რუსთაველის გამზირის მარჯვენა მხარის ტროტუარის და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციისათვის თანხების ჩასმა;

ჩვენს კომისიაზე ბიუჯეტის განხილვის დროს ინიცირებულ იქნა:

  1. რუსთაველის და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთის კუთხეში საცხოვრებელი კორპუსის (ყოფილი მე–3 აფთიაქის) ფასადის შეკეთება;
  2. ქალაქში რამოდენიმე ადგილას გარე განათების წერტილების მოწყობა (მაგ. ვარდოშვილის ჩიხი N ,  ყოფილი პურკომბინატის ტერიტორია ;
  3. ბაგა–ბაღებში თეთრეულის და მატრასების შეცვლა;
  4. ზუზუმბოს ტერიტორიაზე უსახელო ხევის ხიდთან გაწმენდა ხეების და ქვა–ღორღისგან;
  5. ასევე კომისიის წევრებმა დ. ჯორჯაძემ და დ. ძნელაძემ გამოთქვეს ინიციატივა და რეკომენდაცია მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნეს თანხები რუსთაველის და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე კუთხეში სკვერის მოსაწყობად და თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მინი–სტადიონის შესაკეთებლად.

კომისია ყოველთვის ხელმძღვანელობს კოლეგიალობის პრინციპით და იგი ზედამხედველობას უწევს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ საკრებულოს გადაწყვეტილებების აღსრულებას.

 

„ეკონომიკისა და ქონების მართვის

საკითხთა კომისიის“ თავმჯდომარე:                                         /გიორგი  ემინაშვილი/