ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გ. გიგიაშვილი

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ

 

მოგახსენებთ, რომთვითმმართველიქალაქითელავის მუნიციპალიტეტისსაკრებულოსთავმჯდომარისმოადგილედარჩეულივარ 2014 წლის 2 აგვისტოდანდღემდე.  აღნიშნულითანამდებობისფუნქციებიგანისაზღვრებასაქართველოსორგანულიკანონი „ადგილობრივითვითმმართველობისკოდექსით“ დამუნიციპალიტეტის საკრებულოსრეგლამენტით, კერძოდ,საკრებულოსთავმჯდომარისმოადგილეასრულებსთავმჯდომარისმოვალეობასმისიდავალებით,თავმჯდომარისმიერუფლებამოსილებისგანხორციელებისშეუძლებლობისშემთხვევაში; ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიცემულ სხვა დავალებებს.აღნიშნულიდან გამომდინარე საკრებულოს მორიგი სხდომის თავმჯდომარეობის წარმართვა მომიწია ერთხელ (2015 წლის 3 აპრილი), ხოლო რიგგარეშე სხდომისა ორჯერ (2015 წლის 16 ივლისი, 2016 წლის 11 თებერვალი). კოორდინაციას ვუწევს საკრებულოს კომისიების საქმიანობას, ვაწარმოებ მოქალქეთა მიღებას ყოველდღიურ რეჟიმში, ასევე ვახორციელებ თავმჯდომარის სხვადასხვა დავალებებს.გარდა აღნიშნული თანამდებობისა, ასევე ვარ თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი, ვიყავი  საკრებულოში შექმნილი რამოდენიმე დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრი (ჰერალდიკის, „ქება ვაზისა“, ავტო-ტრანსპორტის პარკირების).

საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბერს #34 განკარგულების საფუძველზე ვხელმძღვანელობ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ კომისიას.

აღნიშნული კომისიის საქმიანობა ემყარება საქართველოს კანონს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის #525 – ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების  უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“  ბრძანებულებას.

აღნიშნული კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. მართლზომიერ ნფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით. კომისიის შემადგენლობა მტკიცდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილების ვადით. კომისია შედგება საკრებულოს 3 წევრისაგან, თავმჯდომარე-გია გიგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მოადგილე-დიმიტრი ზაქაიძე, საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე, მდივანი-დავით ჯორჯაძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ერთი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოდან (დ. ნუსხელიძე) და ერთიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლისაგან (დ. ელოშვილი). ე. ი. კომისია შედგება სულ 5 წევრისაგან. როგორც ზემოთ ავრნიშნთ, კომისიის მოქმედების სფეროა თვითნებურად დაკავებულ  მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება.

კომისიამ შექმნის დღიდან დღემდე განიხილა 81  განცხადება, რის გამოც ბიუჯეტში  შემოტანილი იქნა 33453.60 ლარი. დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა 11 განმცხადებელს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 2  განმცხადებელს და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 9 განმცხადებელს. მოგებული იქნა ერთი სასამართლო პროცესი.ამჟამად  სასამართლოს წარმოებაში აქვს 6 საქმე.

დღეის მდგომარეობით საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს მიწის კანონმდებლობის დახვეწა, სადაც თელავის მაჟორიტარი დეპუტატის ბ-ნ გელა სამხარაულის მიწვევით კომისიამ წარადგინა მისი მოსაზრებები.

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარის მოადგილე               გ. გიგიაშვილი