ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე დ. ზაქაიძე

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების  კომისიის

ანგარიში  2015 წელს გაწეული მუშაობის შესახებ

 

2015 წელს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების  კომისა მუშაობას წარმართავდა სამუშაო გეგმის შესაბამისად. კომისიის გასული წლის საქმიანობის პრიორიტეტებს მიეკუთვნებოდა ქალაქ თელავის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის საკითხების შესწავლა-განხილვა. კომისია აქტიურად თანამშრომლობდა ქალაქ თელავის მერიის შესაბამის განყოფილებებთან.  იმართებოდა ერთობლივი სხდომები საკრებულოს სხვადასხვა კომისიებთან ერთად.

2015 წლის ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიხედვით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყოფილი იყო 2 927,7 ათ ლარი. მათ  შორის უპირატესობა  ენიჭებოდა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვის, ბინათმშენებლობის ღონისძიებების, გარე-განათების, ქალაქის იერსახის გაუმჯობესების, კეთილმოწყობის ღონისძიებების დაფინანსებას.  დადებითად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში დეტალურად იქნა აღწერილი ინფრასტრუქტურული პროექტები კონკრეტული მისამართების ჩვენებით.

სულ  გასულ წელს კომისიის სხდომა ჩატარებულია  13 ჯერ, განხილულია    24 საკითხი.

კომისიის სხდომებზე სისტემატიურად იხილებოდა აქტუალური საკითხები.  მათ შორის: მიღებული იქნა გარე რეკლამის განთავსების წესი, ბინათმესაკუთეების წესი, ხეების გვარჯის მოვლა-პატრონობის და გადაბელვის წესი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების წარმოდგენილ პროექტში ამხანაგობის მხრიდან თანადაფინანსების  წილი განსაზღვრული იყო 50%, კომისიის აქტიური ჩარევით  წილის ოდენობა შემცირდა 10%-მდე. ასევე კომისიის აქტიურობის შედეგად მოწესრიგდა გივი ჩოხელის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია, მოეწყო გარე განათება, 2016 წლის ბიუჯეტის გათვალისწინებული იქნა  თანხები ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის, ქალაქის ბუნებრივი სასმელი წყლების ლაბორატორიული კვლევისა და შესაბამისი აბრების მოწყობისათვის, ასევე გათვალისწინებულია მოწესრიგდეს გარე განათება   ი. ჭავჭავაძის გამზირის დასასრულიდან ქეთევან წამებულის ქუჩის გადაკვეთამდე.

კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მოქალაქეების მომართვების და განცხადებების განხილვას. გასულ წელს კომისიას მომართეს ქალაქის სამი ქუჩის მაცხოვრებლებმა (ლიონიძის ქუჩის ნახევარმა, რუსთაველის მეორე შესახვევის, შალაურის გზატკეცილის)  მათი ქუჩებისათვის სახელების შეცვლის თაობაზე, საკითხი ცვლილების შესახებ განხილული იქნა კომისიის სხდომაზე, მიღებული   გადაწყვეტილება გადაიგზავნა  სახელდების სახელმწიფო კომისიაში. სახელდების სახელმწიფო კომისიამ   მოახდინა აღნიშნული ქუჩების სახელების ცვლილება.

ასევე, კომისიამ იმუშავა კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხებზე, მოიძია მესაკუთრეების სიები,  აუდიტის დასკვნები და მასალები რეაგირებისათვის გადაუგზავნა შესაბამის სამინისტროს.

კომისიას განცხადებით მომართა რამოდენიმე პიროვნებამ, რომლებიც ითხოვდნენ ტროტუარების გამოყენებას კერძო საკუთრებაში კიბეების მოსაწყობად, რომელთაც ეთქვა უარი. კომისიის ინიციატივით დაიწყო ქ. თელავის მუნიციპალიტეტის ადმინსტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალბების დგომისათვის ადგილების გამოყოფის შესახებ საკითხის მომზადება.გამოიცა საკრებულოს განკარგულება #76 ქ. თელავის მუნიციპალიტეტის ადმინსტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალბების დგომისათვის ადგილების გამოყოფის შესახებ და დაიწყო აღნიშნული განკარგულების აღსრულებაზე კონტროლი.

კომისამ აგრეთვე ურყოფითი გადაწყვეტილება  მიიღო ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ გზაჯვარედინებზე (აღმაშენებლის ქუჩის  და ალაზნის პროსპექტის გადაკვეთაზე, თიბისი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზ) შუქნიშნების მოწყობის თაობაზე. კომისიის აზრით აღნიშნულმა პროექტებმა ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა და განთავსება, გამარტივების ნაცვლად,  გაართულა. ამავე დროს პრობლემები შეექმნათ მიმდებარე ტერიტორიებზე განლაგებულ სავაჭრო ობიექტებს.

კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნდა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულიყო სახსრები მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედების და უპატრონო ძაღლების მოვლა-პატრონობის ხარჯებისათვის. სამწუხაროდ, აღნიშნული ღონისძიებებისათვის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში დაფინანსება არ არის გათვალისწინებული.

მიხედავად დაგეგმილი ღონისძიოებებისა, უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურის და ტერიტორიული დაგეგმარების კუთხით ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გადასაჭრელი. მათ შორის:  დროულად უნდა მოხდეს    ქალაქის სარეკრიაციო ზონების განსაზღვრა, უნდა გამოინახოს სახსრები ქ. თელავში ლესელიძის ქუჩაზე არსებული  ავარიული ორი კორპუსის შესაკეთებლად, ქეთევან წამებულის № 3,5,7,9 კორპუსებიდან გამავალი და ყოფილი სამხედრო ქალაქის კორპუსებიდან შალაურის საზღვართან მდებარე ხევში ჩამდინარე საკანალიზაციის სისტემის მოსაწესრიგებლად.

 

ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტის

საკრებულოს სივრცით ტერიტორიული

დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და

ბუნებრივი რესურსების  კომისიის

თავმჯდომარე                                                                 დ. ზაქაიძე