ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დ. ძნელაძე

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის

ანგარიში 2015 წელს გაწეული მუშაობის შესახებ

   წარმოგიდგენთ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2015 წლის წლიურ ანგარიშს.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისია მუშაობას წარმართავდა  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის    “, საკრებულოს რეგლამენტისა და კომისიის დებულების შესაბამისად.

2015 წელის განმავლობაში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა ჩაატარდა 17-ჯერ. სხდომებს იწვევდა და ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე.  სხდომებზე განხილული იქნა 65 საკითხი. მათ შორის:   ბიუჯეტის პროექტის მომზადების და დამტკიცების შესახებ,  ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების, პრიორიტეტების დოკუმენტის, მუნიციპალური პროგრამების დაფინანსების, კვარტალური და წლიური ანგარიშების, ადგილობრივი გადასახადების და მოსაკრებლების ტარიფების განსაზღვრის, პრივატიზების და სხვათა შესახებ.

კომისიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ბიუჯეტის 2016 წლის პროექტის განხილვა-გაანალიზებას, შემუშავებული იქნა რეკომენდაციები და შენიშვნები. რომელთა ნაწილიც შემდგომ ასახული იქნა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში (მაგ. შენარჩუნებული იქნა 2015 წლის დაფინანსების დონე სოციალურად დაუცველ ერთიან ბაზაში მყოფი ოჯახების  სათბობი შეშით უზრუნველყოფის პროგრამის ხარჯებისათვის, ელექტრო ენერგიის გადასახადის თანადაფინანსების  პროგრამაში ჩართული იქნენ 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვა).

კომისიის მიერ საკითხების შესწავლა და  განხილვა ხდებოდა ქალაქ თელავის მერიის შესაბამისი სამსახურებთან ერთად.  სხდომებზე კომისიის წევრების მხრიდან ფიქსირდებოდა კრიტიკული შენიშვნები და წინადადებები.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისია მჭიდროდ თანამშრომლობდა საკრებულოს სხვა დარგობრივ კომისიებთან. პერიოდულად ტარდებოდა ერთობლივი სხდომები ეკონომიკისა და ქონების  მართვის საკითხთა, სოციალურ, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიებთან ერთად.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისია გარკვეულ ყურადღებას უთმობდა ქალაქ თელავის მოქალაქეთა განცხადებებისა და მომართვების განხილვას და  შესაბამის  გადაწყვეტილების მიღებას. საანგარიშო პერიოდში მხარდაჭერილი იქნა ბევრი საინტერესო ინიციატივა და წინადადება. მათ შორის: კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა მერიის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდული  საბჭოს საინიციატივო ჯგუფის ინიციატივას  ქალაქ თელავის სკვერებსა და ქუჩებში ელენე ახვლედიანის ნახატების მიხედვით დამზადებული ფოტოსურათების განთავსების შესახებ. აღნიშნული ღონისძიების დაფინანსებისათვის  ბიუჯეტიდან  გამოიყო შესაბამისი თანხები.  ამჟამად ელენე ახვლედიანის ნახატების მიხედვით დამზადებული ფოტოსურათები ამშვენებს ქალაქ თელავის ქუჩებს. ასევე, ამავე ახალგაზრდული  საბჭოს საინიციატივო ჯგუფის განცხადების შესაბამისად  დაფინანსდა კომპანია „მარიგოლდის“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ერთობლივი პროექტი „ჩვენ ყველგან ვართ“-ს მიხედვით  ქალაქ თელავში  კიბოთი დაავადებულ ქალბატონების საზოგადოებაში ინტეგრირების, ფსიქოლოგიური დახმარებისა და მათი რეაბილიტაციის ხელისშემწყობი კლუბის გახსნის დღისადმი ჩასატარებელი ღონისძიებები.

ოქტომბერის თვეში ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  მომართა  კახეთის რეგიონში ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ/შიდსის პრევენციის სათათბირომ „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის მსურველთა ანალიზების ხარჯის ნაწილობრივ ანაზღაურების“  თანადაფინანსების შესახებ.

განცხადება განხილული იქნა საკრებულოს  სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ  საქმეთა კომისიასთან ერთად. ერთობლივ სხდომის გადაწყვეტილებით „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის მსურველთა ანალიზების ხარჯის ნაწილობრივ ანაზღაურების“ თანადაფინანსებისათვის შესაბამისი თანხები გათვალისწინებული იქნა  2016 წლის ბიუჯეტის პროექტში.

დეკემბერის თვეში კომისის სხდომაზე განხილული იქნა ქ. თელავის, ქეთევან წამებულის „ბმა ყადორი 7“-ის თავმჯდომარის  ს. ნინიკელაშვილის განცხადება ქალაქ თელავში არსებული ბუნებრივი წყლების ლაბორატორიული კვლევისა და მოვლა-პატრონიბისათვისათვის თანხების გამოყოფის შესახებ.  ქალაქ თელავის ბუნებრივი წყლების ლაბორატორიული შემოწმებისა და აბრების მოსაწყობად 2016  პროგრამულ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა შესაბამისი თანხები.

და ბოლოს, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას იმედს გამოსთქვავს, რომ მიმდინარე წელს მისი საქმიანობა იქნება უფრო მეტად ქმედითი.

ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის

თავმჯდომარე                                                            დ. ძნელაძე