ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გ. ხაჭაპურიძე

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის ანგარიში 2015 წელს გაწეული მუშაობის შესახებ

 

წარმოგიდგენთ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის 2015 წლის წლიურ ანგარიშს.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისია მუშაობას წარმართავდა  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საკრებულოს რეგლამენტისა და კომისიის დებულების შესაბამისად.

2015წელს ჩატარდა 20 კომისიის სხდომა. სხდომებზე განხილულ იქნა 31 საკითხი. კომისიის სხდომებს იწვევდა და წარმართავდა კომისიის თავმჯდომარე. გასულ წელს კომისიამ გარკვეული ყურადღება დაუთმო მოსახლეობის ინტერესების პრობლემების შესწავლის და დახმარების საკითხების განხილვას.

აღნიშნულ პერიოდში ქ.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თხოვნით დავხმარებოდით თანამედროვე მოდელის ორი სპორტული პნევმატური პისტოლეტის შეძენაში და სტიპენდიით დაგვეკმაყოფილებინა სამი პარასპორტსმენის მწვრთნელი. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა და ქ.თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო 15.000 ლარი.

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მოგვამრთა თხოვნით ჩაგვეტარებინა თ.ანთაძის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება(კერძოდ თბილისელი და თელაველი ვეტერანების მატჩის მოწყობა, თ.ანთაძის ბავშვთა ტურნირის ჩატარება და ა.შ.) და ხელი შეგვეწყო აღნიშნული საიუბილეო დღის სათანადო ორგანიზებაში. საკითხი გადაწყდა დადებითად.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის კახეთის ფილიალის თავმჯდომარემ მოგვმართა თხოვნით რომ პირველი ჯგუფის ინვალიდები (უსინათლოები) რომლებიც არანაკლებ გაჭჳრვებულები არიან სოციალურად დაუცველებზე დაკმაყოფილებულიყვნენ სათბობი შეშის პროგრამით. საკითხი გადაწყდა დადებითად და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტიდან გაეწია დახმარება.

ქ.თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მოგვმართა თხოვნით რომ სსიპ ქ.თელავის №1 საჯარო სკოლა გამოთქვავდა სურვილს, რომ სკოლას მინიჭებოდა სკოლის დამაარსებლის ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის სახელი. ქ.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საკითხი დადებითად გადაწყვიტა და შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა განათლების სამინისტროს.

ქ.თელავის საკრებულოში შემოვიდა კახეთის რეგიონში ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ/შიდსის პრევენციის სათათბიროს განცხადება. პროგრამების: სტაციონალური დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია, მეტადონით ჩანაცვლების თერაპია,cჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის მსურველთა ანალიზების ხარჯის ნაწილობრივ ანაზღაურების თანადაფინანსების შესახებ. 2016 წლის სოციალურ პროგრამებში გათვალისწინებული  იქნა  ელიმინაციის პროგრამა.

ქ.თელავის საკრებულოში შემოვიდა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე ევროპული განვითარებისათვის“ თავმჯდომარის განცხადება, სადაც აღნიშნული იყო რომ სოციალურ დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირებული ოჯახების შვილებს სხვადასხვა სახელოვნებო წრეებში სწავლის საფასური არ გადაეხადათ. განმცხადებელს განემარტა , რომ  ასეთი კატეგორიის ოჯახის შვილები განთავისუფლებულები იყვნენ და არიან სწავლის გადასახადისგან. ქ.თელავის მუნიციპალიტეტი მომავალშიც მხარს დაუჭერს სასწავლო პროცესის ასეთი ფორმით გაგრძელებას.

2015 წელს სოციალური დაცვის სფეროში გამოყოფილი თანხების შესახებ (იხ. დანართი №1) 2015 წელს კულტურის სფეროში გამოყოფილი თანხების შესახებ (იხ. დანართი №2)

2015წელს  ა(აი)პ- ების მიერ ათვისებული თანხების შესახებ (იხ. დანართი №3)

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

სოციალური, კულტურის, განათლებისა

და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის

თავმჯდომარე                                                              გ. ხაჭაპურიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი N 1

 

სოციალური პროგრამები

 

 

N

 

2015 წელი

ათვისებული თანხა ათ.(ლარი) ბენეფიციარების რაოდენობა

 

 

1

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების პროგრამა

 

 

79,874

 
 

 

2

ომის მონაწილეთა, სამაჩაბლო-აბხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისათვიის მებრძოლთა, ლტოლვილთა და უპატრონო ადამიანთა გარადცვალებისას სარიტუალო ხარჯების დაფინანსების პროგრამა  

0,750

 

3

 

3

 

უფასო სასადილოს დაფინანსება

 

 

200,000

 

300

 

4

ეკონომიურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სათბობი შეშით დახმარების პროგრამა 205,620 894
 

5

ეკონომიურად გაჭირვებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა 36,650 733
 

6

 

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა

 

 

26,280

 

98 ბავშვი

 

7

 

ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა

 

 

3,200

 

22

 

8

ეკონომიურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების  თანადაფინანსების პროგრამა 82,000 469
 

9

სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარების პროგრამა 15,000 456
 

10

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულთა შვილების (18 წლამდის) დახმარების პროგრამა  

3,600

 

2

 

11

ელექტრო ენერგიის გადასახადზე თანადაფინანსების პროგრამა 8,6894 151
 

12

 

ვეტერანთა საზოგადოება

 

 

6,000

 
 

13

დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარების პროგრამა 6,100 11

 

 

 

დანართი # 2

 

 

2015 წლის კულტურის სფეროში

გამოყოფილი თანხების შესახებ

 

  1. კულტურა – 10 000 ლარი;
  2. განათლება – 9 000 ლარი (ჩატარდა 6 ღონისძიება, ნაშთი დარჩა 2000 ლარი);
  3. ძეგლები – 29 000 ლარი (ნაშთი დარჩა 9 000 ლარი);
  4. სპორტი და ახალგაზრდული – 40 000 ლარი (სპორტში ჩატარდა 15 ღონისძიება, ახალგაზრდულში -10 და ნაშთი დარჩა 4000 ლარი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი # 3

 

2015 წელს ა(აი) პების მიერ ათვისებული თანხები

 

  1. ბაგა-ბაღების გაერთიანება – 996,8 ათ. ლარი
  2. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი – 70,0 ათ.ლარი
  3. სასპორტო გაერთიანება – 312,1 ათ. ლარი
  4. საფეხბურთო სკოლა „კახეთი“ – 100,0 ათ. ლარი
  5. სპორტულ კლუბთა გაერთიანება „თელავი“ – 175,2 ათ. ლარი
  6. ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი 110,0 ათ. ლარი
  7. #1 სამუსიკო სკოლა 66,5 ათ. ლარი
  8. #2 სამუსიკო სკოლა – 65,0 ათ. ლარი
  9. ე. ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა – 65,1 ათ.ლარი
  10. საბიბლიოთეკო გაერთიანება – 108,2
  11. კულტურის ცენტრი – 272,3 ათ. ლარი
  12. კულტურისა და დასვენების პარკი „ნადიკვარი“ – 30,0 ლარი
  13. საზოგადოებრივი ჯანდაცვა – 79,9 ათ, ლარი
  14. უფასო სასადილო – 200, 0 ლარი