თელავში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღნიშნეს

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

დღეს, ქალაქ თელავში, დიდ სამამულ ომში ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავი აღინიშნა. ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ, თელავის მერმა პლატონ კალმახეიძემ და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თანამდებობის პირებმა, პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას და თელავში არსებული ოთხი მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ცერემონიალს დაესწრო 93 წლის, ომის ვეტერანი ვახტანგ ბაიხანაშვილი. არჩილ თხლაშიძემ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და აღნიშნა , რომ მათი გმირობის დაფასება ჩვენი ქვეყნის ყველა მაცხოვრებლის მოვალეობაა.
,,მეორე მსოფლიო ომი იყო ერთ-ერთი საშინელი მოვლენა, რომელიც მეოცე საუკუნეში მსოფლიოს დაატყდა თავს. დღევანდელი დღე არის ზუსტად სიმბოლო იმ ტრაგედიაზე და საშინელებაზე გამარჯვების. მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე.“

12034254_666722243464598_5747758544063066704_o12034254_666722243464598_5747758544063066704_o12034254_666722243464598_5747758544063066704_o 12034254_666722243464598_5747758544063066704_o