თელავში ბილიარდის სკოლა გაიხსნა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავში თამაზ ანთაძის სპორტული კომპლექსის ბაზაზე თანამედროვე სტანდარტების ბილიარდის სკოლა გაიხსნა.გახსნის ცერემონიას ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და საქართველოს ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ალექსიძე ესწრებოდნენ.
,,ჩვენ ახალგაზრდობას დავპირდით რომ ვიზრუნებდით მათზე და შევუქმნიდით ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის შესაბამის გარემოს, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ გავხსენით სპორტული ტირი, ახლა ვხსნით, ბილიარდის სკოლას. თელავი სპორული პოტენციალით მოწინავე ქალაქია საქართველოში, ჩვენ შეგვიძლია აღნიშნულ სპორტის სახეობებში ეროვნულ და საერთაშორისო ტურნირებს ვუმასპინძლოთ, ეს ყველაფერი კი რათქმაუნდა მომავალ თაობებზე ზრუნვისთვის კეთდება”- განაცხადა ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ ბილიარდის სკოლის გახსნისას სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებას თელავის მერის მოადგილე ალექსანდრე საჩიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია გიგიაშვილი და სპორტსკოლის დირექტორი გუგა გურაბანიძე ესწრებოდნენ.

ბილიარდის ახლად გახსნილ სკოლაში ბილიარდის ეროვნული ტურნირი დაიწყო, რომელიც 22 მაისს დასრულდება.