თელავის მერმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი კიკნაძემ ჩოხელის და ბახტრიონის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ ორ ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების საერთო ღირებულება 1 026 346 ლარს შეადგენს, მის ფარგლებში სრულად მოხდება ასფალტო- ბეტონის საფარის დაგება, ეწყობა ტროტუარები, მოხდება ქუჩების დახაზვა და მოძრაობის ნიშნებით აღჭურვა. ბახტრიონის და ჩოხელის ქუჩებზე მსგავსი ხასიათის სამუშაოები 40 წელია არ განხორციელებულა, ხოლო სამუშაოები სრულად ივნისში დასრულდება. ქალაქ თელავის მერია მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ადგილობრივ მოსახლეობას და აგრეთვე იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ქუჩებზე გადაადგილდებიან.